სიდერატების (მწვანე სასუქის) გამოყენებით მეურნეობაში, ფოსფორის დონე ნიადაგში 2-3 ჯერ გაიზარდა.
შპს Kharkov Seeds-ს ტერიტორიის 90%-ზე 13-14 წელია არ გამოუყენებია ფოსფორ-კალიუმიანი სასუქები, რადგან მწვანე სასუქის გამოყენებით ნიადაგში ამ ელემენტების შემცველობა გაიზარდა.
საჭიროა მცირე რაოდენობით აზოტისა და გოგირდის დამატება იმ კულტურებში, რომელთა თესვის წინ შეუძლებელია მწვანე სასუქის დათესვა. მაგალითად, ხორბლის ქვეშ მზესუმზირის შემდეგ.
ამის შესახებ შპს Kharkov Seeds-ის ხელმძღვანელმა ვიქტორ ფილატოვმა ჟურნალ The Ukrainian Farmer-ში მიცემულ ინტერვიუში ისაუბრა.
„ზოგადად, მაქსიმალური შედეგის მიღწევა შესაძლებელია რამდენიმე ციკლში. კერძოდ, ხუთი ციკლის შემდეგ მინერალური სასუქების სახით მისი შეყვანის გარეშე 2-3-ჯერ გავზარდეთ ნიადაგში ფოსფორის დონე. თუ ამას გადავიტანთ ფულად ეკვივალენტში, ყოველწლიურად დაახლოებით 5-9 ათასს. გრნ/ჰა“ (119-214$) დავზოგავთ, – აღნიშნა ვიქტორ ფილატოვმა.
შეგახსენებთ, რომ შპს Kharkov Seeds-ის ნაკვეთებში სიდერატების (მწვანე სასუქი) 15 წლის განმავლობაში გამოყენებით, ორგანული ნივთიერებების რაოდენობა ნიადაგში გაორმაგდა.
წყარო: agrotimes.ua
იხილეთ აგრეთვე: რა არის მწვანე სასუქი (სიდერატები და სიდერაცია)