კუროს ნორმირებული კვების ორგანიზაციის ძირითადი ამოცანა მდგომარეობს, მისი მუდმივად სანაშენო კონდიციაში ყოფნა.
ცოცხალი მასის გაკონტროლება ხდება ყოველთვიური აწონვით.
კურო მწარმოებლისათვის რეკომენდებულია ულუფის შემდეგი სამაგალითო სტრუქტურა, საერთო ენერგეტიკული ღირებულებიდან გამომდინარე.
იხილეთ ცხრილი.
კონცენტრატიული საკვები უკეთესია მიეცეს ნარევის სახით, დაქუცმაცებული შვრიის, ქერის ფეტვის, სიმინდის მარცვლისაგან. კურო მწარმოებლისათვის მზადდება სპეციალური კომბინირებული საკვები.
ზაფხულის პერიოდში კომბინირებული საკვების რეცეპტურაში აუცილებელია შეტანილ იქნეს ნახშირწყლოვანი კონცენტრატები: ქერი, სიმინდი, ხოლო ზამთარში პროტეინით მდიდარი საკვები: კოპტონი, შროტი, ქატო. ხორბლის ფქვილს სანაშენო კუროს კვებაში იყენებენ შეზღუდული რაოდენობით 2 კგ-მდე დღეღამეში, ვინაიდან მიცემის შემთხვევაში შეიძლება დაირღვეს საყლაპავი მილის გამტარუნარიანობა წიგნარასა და ბადურას განყოფილებაში.
სანაშენო კუროს კვებავენ დღეღამეში 3-ჯერ ინდივიდუალური საკვებურიდან. დილით აძლევენ კონცენტრატული საკვების სადღეღამისო ნორმის ნახევარს, ჭარხლის ან სტაფილოს ნაწილს, თივას 2-3 კგ. შუადღით – სილოსი ან სენაჟი და ჭარხლის ან სტაფილოს დარჩენილ ნაწილს. საღამოს – თივას და კონცენტრატის დანარჩენ ნაწილს.
ავტორები: დ. თოდუა, ა. ჭკუასელი, ა. ჩაგელიშვილი, ნ. მაისურაძე, მ. ცინცაძე/კომბინირებული საკვების დამზადება და შენახვა/