შოტლანდიაში მინდვრებში ტონობით მარწყვი ლპება, სეზონური მუშახელის დეფიციტმა ადგილობრივი ფერმერები მნიშვნელოვნად დააზარალა.
მწარმოებელებმა მოსავლის ასაღებად ვერავინ დაიქირავეს და ამის გამო მხოლოდ ერთ ფერმერულ მეურნეობაში 60 ტონაზე მეტი მარწყვი დარჩა აუღებელი.
შექმნილი მდგომარეობიდან გამოსავალი, ადგილობრივი ფერმერების აზრით, სასოფლო-სამეურნეო მუშახელის ქვეყნის გარედან შეყვანის, მუდმივი და სეზონური დაქირავების სისტემის (SAWS) უსწრაფეს ჩამოყალიბებაშია.
ქვეყანაში SAWS-ის საპილოტე პროგრამა შესაძლოა 2019 წლის გაზაფხულზე დაიწყოს.
შოტლანდიელ მწარმოებლებს მაგალითისთვის ირლანდია მოჰყავთ, სადაც უცხოელი მუშახელის დაქირავების გამარტივებული სქემა უკვე ინერგება.
წყარო: farminguk.com