საქართველო შეიძლება გახდეს ზეთისხილის მსოფლიოში ერთ-ერთი აღიარებული მწარმოებელი, მიიჩნევს ზეთისხილის საერთაშორისო საბჭოს საპატიო პრეზიდენტი გიორგი სვანიძე.
„ჩვენ მთელი მსოფლიო გავაოცეთ – ქართულ ზეთისხილში ისეთი ახალი არომატები აღმოვაჩინეთ, რომელიც აქამდე არცერთ ქვეყანაში არ ყოფილა“, – განაცხადა სვანიძემ.
მისი თქმით, ათი წლის განმავლობაში საქართველოში მილიონზე მეტი ზეთისხილის ხე ჩამოიტანეს. პირველი ნერგები თურქეთიდან იყო, ერთი პარტია გეთსიმანიის ბაღებიდან (ისრაელი) ჩამოიტანეს, ახლა ესპანეთიდან და მაროკოდან შემოიტანენ და ადგილობრივი ნერგების წარმოება უკვე დაწყებულია, წერს Newsgeorgia.
საქართველოში ზეთისხილის ნერგები ყველაზე კარგად კახეთსა და იმერეთში ფესვიანდება. ამასთან ზეთისხილი განსხვავდება გემოთი და არომატით, თუნდაც ამ ორ რეგიონში მოყვანილი რომ შევადაროთ ერთმანეთს.
სვანიძე ასევე ამტკიცებს, რომ ქართული ზეითუნის ზეთი საბერძნეთის, იტალიისა და ესპანეთის შემდეგ უკვე ოთხეულშია მსოფლიოში საუკეთესოთა შორის. წარმოების მოცულობა ჯერ კიდევ მცირეა, მაგრამ ინდუსტრია იმედოვნებს ინვესტიციებს ამ პერსპექტიულ სფეროში.
წყარო: EastFruit