საქართველოს და უზბეკეთს შორის თანამშრომლობა გაღრმავდება

უზბეკეთი, საქართველო, ეკონომიკა

დავით სონღულაშვილი: „ჩვენ მხარს დავუჭერთ  პროექტებს, რომელიც საქართველოს და უზბეკეთის რესპუბლიკის ეკონომიკურ ზრდას შეუწყობს ხელს“.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი დავით სონღულაშვილი უზბეკეთის რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილეს კახრამონ იულდაშევს შეხვდა. მხარეებმა შეხვედრაზე ორ ქვეყანას შორის სავაჭრო-ეკონომიკური და სამეცნიერო კუთხით თანამშრომლობის გაღრმავებაზე გაამახვილეს ყურადღება.

„ეკონომიკის განვითარებაში სოფლის მეურნეობის სექტორის წილი საკმაოდ დიდია. ბოლო წლებში, საქართველოსა და უზბეკეთის რესპუბლიკას შორის სოფლის მეურნეობის პროდუქციით ვაჭრობა გაიზარდა, თუმცა, ვიმედოვნებ, ამ მიმართულებით თანამშრომლობა კიდევ უფრო გაღრმავდება. ჩვენ მხარს დავუჭერთ  პროექტებს, რომელიც ორი ქვეყნის ეკონომიკურ ზრდას შეუწყობს ხელს“, – აღნიშნა დავით სონღულაშვილმა.

ვიზიტის ფარგლებში, უზბეკეთის რესპუბლიკის დელეგაციის წევრების და გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს შესაბამისი დეპარტამენტების და სისტემაში შემავალი უწყებების წარმომადგენლების გაფართოებული შეხვედრაც გაიმართა, რომელსაც  გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე იური ნოზაძე ხელმძღვანელობდა.

 მხარეები ორ ქვეყანას შორის სოფლის მეურნეობის განვითარების 2025-2027 წლების საგზაო რუკის შემუშავებაზე შეთანხმდნენ, სადაც გაწერილი იქნება კონკრეტული გეგმები და შესრულების ვადები.

თქვენი რეკლამა