ღვინის ექსპორტი 4%, ექსპორტით მიღებული შემოსავალი კი 6%-ით გაიზარდა. ბრენდის ექსპორტით მიღებულმა შემოსავალმა 31,5 მლნ აშშ დოლარი შეადგინა (ზრდა 57%). ჭაჭის ექსპორტით მიღებული შემოსავალი 810,2 ათას აშშ დოლარს აღწევს (ზრდა 27%).
2019 წლის 7 თვეში საქართველოდან მსოფლიოს 47 ქვეყანაში 47,2 მლნ-მდე ბოთლი (0,75 ლ) ღვინოა ექსპორტირებული, რაც 2018 წლის ამავე მაჩვენებელს 4%-ით აღემატება. ექსპორტირებული ღვინის ღირებულება 114,2 მლნ აშშ დოლარს აჭარბებს, რაც 2018 წლის ანალოგიურ მონაცემზე 6%-ით მეტია.
ექსპორტი გაიზარდა ქართული ღვინის სტრატეგიულ ბაზრებზე: აშშ – 60% (388038 ბოთლი), დიდი ბრიტანეთი – 39% (69662), ჩინეთი – 21% (4249687) და პოლონეთი – 19% (2250994).
ზრდა აღსანიშნავია ასევე შემდეგ ქვეყნებში: საფრანგეთი – 143% (63948), ლიეტუვა – 41% (372918), მონღოლეთი – 35% (172392), ბელარუსი – 19% (1008888), ისრაელი – 51% (165671), გერმანია – 12% (344735), ესტონეთი – 9% (357866), რუსეთი – 2%, (29132711), მოლდოვა – 4386% (317582), ნიდერლანდები – 42% (43260), ჩეხეთი 42% – (43260), შვედეთი – 1734% (39954), ბულგარეთი – 25% (19986) და ა.შ.
ექსპორტიორი ქვეყნების ათეულია: რუსეთი (29132711), უკრაინა (4893304), ჩინეთი (4249687), პოლონეთი (2250994), ყაზახეთი (1902618), ბელარუსი (1008888), ლატვია (841236), აშშ (388038), ლიეტუვა (372918) და ესტონეთი (357866).
7 თვის მონაცემებით, სხვადასხვა მოცულობის ღვინის ექსპორტი 243-მა კომპანიამ განახორციელა.
ამასთან, მსოფლიოს 18 ქვეყანაში ექსპორტირებულია 14,5 მლნ ბოთლი (0,5 ლ) ბრენდი, რაც 46%-ით აღემატება 2018 წლის ანალოგიურ მაჩვენებელს.
ბრენდის ექსპორტით მიღებულმა შემოსავალმა 31,5 მლნ აშშ დოლარი შეადგინა (ზრდა 57%). მსოფლიოს 24 ქვეყანაში ექსპორტირებულია 306,2 ათასი ბოთლი (0,5 ლ) ჭაჭა, ექსპორტის ზრდამ 40% შეადგინა.
ჭაჭის ექსპორტით მიღებული შემოსავალი 810,2 ათას აშშ დოლარს აღწევს (ზრდა 27%).