როგორ ემზადება თანამედროვე ფერმერი დიდი შემოდგომისთვის? – ინტერვიუ ბაქარ მუმლაძესთან

ფერმერი, აგროსფერო, მოსავალი

ფერმერმა ბაქარ მუმლაძემ, რომელსაც მარნეულში მარცვლეული კულტურები – ხორბალი და სიმინდი – მოჰყავს, შემოდგომისთვის მზადება უკვე დაიწყო. ხორბალი დათესილია, სიმინდისთვის კი მიწა დახნული – ის ოდნავ გვიან, აპრილში დაითესება. მშვიდადაა, რადგან იყენებს პროდუქციას, რომელსაც ენდობა და ჰყავს საიმედო პარტნიორი „აგროსფერო“, რომელთან ერთადაც გამოწვევები არ აშინებს.

როგორია შემოდგომისთვის მზადება და როგორ შედეგს ელოდება ის წლის მიწურულს? – ბაქარ მუმლაძეს ამ და სხვა კითხვებით მივმართეთ.

როგორია მზადება შემოდგომისთვის და რა ეტაპზე ხართ ახლა?

დათესილი ხორბალი უკვე ამოვიდა და მას მალე ჰერბიციდებით დავამუშავებთ. სიმინდისთვის კი, რომლის დათესვასაც აპრილში ვაპირებთ, მიწა უკვე დახნულია და მის დამუშავებასაც უახლოეს დღეებში დავიწყებთ. უკვე მოვიმარაგეთ საჭირო სათესლე მასალები, სასუქები და მცენარეთა დაცვის საშუალებები, რომლებსაც „აგროსფერო“ გვაწვდის. წლებია არჩევანს მის ინოვაციურ პროდუქციაზე ვაკეთებთ, განსაკუთრებით კი Saatbau-სა და Dekalb-ის სათესლე მასალებს არ ვღალატობთ. შედეგი არასდროს გვიცრუებს იმედს – მათი დახმარებით მოსავალი ყოველთვის ხარისხიანია, თანაც უხვი.

პროდუქციის ხარისხთან ერთად, რამდენად მნიშვნელოვანია მისი სწორად გამოყენება?

ცხადია, ამასაც უდიდესი მნიშვნელობა აქვს. როცა პირველ ნაბიჯებს ვდგამდი აგრომეურნეობაში ბევრი რამ არ ვიცოდი, თუმცა „აგროსფეროსთან“ პარტნიორობა ამ მიმართულებითაც დამეხმარა. მისი გუნდი ყოველდღიურად მიწევდა კონსულტაციას, მაძლევდა რჩევებს, რა შემთხვევაში რა ტიპის პროდუქცია უნდა გამომეყენებინა. დღეს გაცილებით მეტი ცოდნა და გამოცდილება მაქვს, თუმცა სოფლის მეურნეობის სფერო ამოუწურავია, ყოველთვის მიჩნდება ახალი კითხვები, რა დროსაც ისევ „აგროსფეროს“ სპეციალისტებს მივმართავ.

პროდუქციის ხარისხთან და მის სწორად გამოყენებასთან ერთად, კარგი მოსავლის მისაღებად მნიშვნელოვანია იცოდე ნიადაგის მდგომარეობაც, რათა განსაზღვრო რა ტიპისა და რაოდენობის სასუქი უნდა შეიყვანო მასში. ამაში კი ლაბორატორიული ანალიზები მეხმარება.

რამდენად იყენებთ ტექნიკას თქვენს საქმიანობაში?

აგროტექნიკა სოფლის მეურნეობაში ძალიან მნიშვნელოვანია. ის უდიდეს როლს ასრულებს, როგორც ხვნა-თესვის პროცესში, ისე მოსავლის აღებისას. ასევე, ვფიქრობ, ძალიან მნიშვნელოვანია ფერმერს საკუთარი ტექნიკა ჰყავდეს და არ მოუწიოს მისი დაქირავება. ასეთ დროს ხშირად ესა თუ ის ტექნიკა დაკავებულია, მოცდა გიწევს, რასაც შეიძლება უამინდობა დაემთხვეს და საქმე კიდევ უფრო გადაიდოს. სწორედ ამიტომ ჩვენ საკუთარი ტრაქტორები და კომბაინები გვყავს, რაც შემოდგომისთვის მზადების პროცესსაც გვიმარტივებს და მოსავლის აღებასაც.

მაღალი ხარისხის გამო არჩევანს CLAAS-ის ტექნიკაზე ვაკეთებთ. ეს პროდუქციაც „აგროსფეროსგან“ შევიძინეთ, რადგან კომპანიას ძალიან მოსახერხებელი საგარანტიო პირობები აქვს.

როგორ მოსავალს ელოდებით წელს?

სიმართლე გითხრათ, წლების წინ, სანამ ამ საქმეს მოვიკიდებდი ხელს, ეჭვი მეპარებოდა, რომ საქართველოში კარგი ხორბლის მოყვანა შესაძლებელი იყო. აგრომეურნეობაში დამკვიდრებული ძველი სტანდარტებით ეს მართლაც რთულია, უდიდეს შრომასა და რესურსს მოითხოვს. საპირისპიროში კი მას შემდეგ დავრწმუნდი, რაც გამოვცადე თანამედროვე პროდუქცია, დავიწყე სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის გამოყენება და ავითვისე აგრომეურნეობაში არსებული ახალი შესაძლებლობები. მაგალითად, ჩვენს რეგიონში 5 ტონა ხორბალი კარგ მოსავლად ითვლებოდა, თუმცა ჩვენ ვახერხებდით თანამედროვე მიდგომებით უფრო მეტი მიგვეღო. დღეს კი 8 ტონამდე ავდივართ. მჯერა, წინა წლების მსგავსად, შედეგი ამჯერადაც საუკეთესო გვექნება და ხარისხიანთან ერთად, უხვ მოსავალსაც ავიღებთ.

სტატია მოგვაწოდა კომპანიამ „აგროსფერო“. https://agrosphere.ge/

თქვენი რეკლამა