ყაზახეთში, თურქესტანის რეგიონში, პლანტაციების გასაშენებლად საქართველოდან ჩატანილი ზეთისხილის ნერგები დაირგვება.
როგორც ადრე აგროკავკასია წერდა, ყაზახეთის რამდენიმე რეგიონში ზეთისხილის მოყვანა ქართველის სპეციალისტების მონაწილეობით იგეგმება. ნერგებს კახეთიდან ჩაიტანენ. ამის შესახებ ElDala.kz-ს ყაზახეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურიდან აცნობეს.
ყაზახეთის ელჩმა საქართველოში მალიკ მურზალინმა კახეთში ზეთისხილის პლანტაციები მოინახულა. როგორც ზეთისხილის საერთაშორისო საბჭოს პრეზიდენტმა გიორგი სვანიძემ განაცხადა, ქართველი სპეციალისტების მხარდაჭერით ზეთისხილის საუკეთესო ჯიშების დარგვა და პლანტაციების გაშენება იგეგმება. ასევე ამოქმედდება გადამამუშავებელი ქარხანა, ხოლო პროდუქციის ექსპორტისთვის საერთაშორისო სერტიფიკატის აღებაა გადაწყვეტილი.
ამჟამად ზეთისხილის ნერგების ექსპერიმენტული დარგვა უკვე განხორციელდა ჟეტისუსა და მანგისტაუს რეგიონებში. ასევე წელს იგეგმება ქართული ნერგების გაგზავნა თურქესტანის რეგიონში.
სვანიძემ აღნიშნა, რომ საქართველო მზადაა გაუზიაროს ცოდნა, გამოცდილება და ინოვაციები ყაზახეთს ზეთისხილის მოყვანაში. თავის მხრივ, ის დაეხმარება ყაზახეთს გაწევრიანდეს ზეთისხილის საერთაშორისო საბჭოში, ორგანიზაციაში, რომელიც აკონტროლებს მსოფლიო შემოსავლის 90%-ს ზეითუნის ზეთიდან და მისი ვაჭრობის 74%-ს.