ქართველი ინვესტორები ყაზახეთში ზეთისხილის ჰაბს ქმნიან

ზეთისხილი

ყაზახეთის მანგისტაუს რეგიონის ბიზნესმენებმა ზეთისხილის ნერგების დარგვა დაიწყეს. მათი თქმით იგეგმება 10 ათას ჰა ფართობზე პლანტაციის გაშენება და შემდეგ ზეითუნის ზეთის წარმოება.

ცნობილი გახდა, რომ ამ თემით დაინტერესდნენ ინვესტორები საქართველოდან. ისინი აპირებენ ყაზახეთს ზეთისხილის ჰაბად აქციონ, იუწყება სააგენტო APK News.

„ზეთისხილი ძალიან უპრეტენზიოა მცენარეა ნებისმიერი კლიმატისთვის. საქართველოშიც ძალიან კარგად ხარობს. ნერგი მოსავალს უკვე მესამე წელს იძლევა და ასე გაგრძელდება საუკუნეების განმავლობაში. რაც შეეხება წყალს, ხე ძალიან კარგად ეგუება უდაბნოს ნიადაგს, ის საერთოდ არ არის ჭირვეული მცენარე. ერთი ხისგან 50 კგ ზეთისხილის მოსავალი შეგიძლიათ აიღოთ“, – ამბობს ზეთისხილის გადამამუშავებელი ნიკა მარკოზაშვილი.

მისი თქმით, 1 ჰექტარი ზეთისხილის პლანტაციის შემოსავალი $15 ათასამდეა, რაც 10-ჯერ მეტია, ვიდრე ბამბის მინდვრებიდან მიღებული მოგება.

ყაზახეთში ქართულმა კომპანიებმა ადგილობრივ პარტნიორებთან ერთად უკვე 10 ათასამდე ნერგი დარგეს და ახლა კიდევ 50 ათასი ხის დარგვას გეგმავენ.

საქართველოდან პარტნიორები ირწმუნებიან, რომ ზეთი, რომლის წარმოებასაც აპირებენ ყაზახეთში, ძალიან კარგი ხარისხის იქნება. ამის მიზეზი არის კლიმატი და ნიადაგი, რაც ხელს უწყობს ამ კულტურის კარგ განვითარებას.

„უკვე ვხედავთ, რომ აქ ზეთისხილის ხეები ძალიან კარგად იზრდება. ჩვენ დარწმუნებულები ვართ, რომ ზეთი იქნება საუკეთესო, პრემიუმ კლასის“, – განაცხადა ზეთისხილის საერთაშორისო საბჭოს პრეზიდენტმა გიორგი სვანიძემ.

ქართველი ინვესტორები ყაზახეთში ზეთისხილის გადამამუშავებელი ქარხნის გახსნას ორ წელიწადში აპირებენ და ზეთის გარდა, კოსმეტიკისა და სუნამოების წარმოებას გეგმავენ.

იხილეთ: ზეთისხილი – დარგვა, მოვლა-მოყვანა, ჯიშები

თქვენი რეკლამა