უკრაინაში კარტოფილის გაიფება გრძელდება

უკრაინა, კარტოფილი, გაიფება

უკრაინელი კარტოფილის მწარმოებლები კვლავ იძულებულნი არიან შეამცირონ ფასები თავიანთ პროდუქტზე, იუწყებიან EastFruit პროექტის ანალიტიკოსები.

ბაზრის ძირითადი მოთამაშეების თქმით, ამ კვირაში კარტოფილის საკმაოდ დიდი რაოდენობით მიწოდება შენარჩუნდა, ხოლო პროდუქტზე მოთხოვნა კვლავ შემცირდა. გარდა ამისა, ბევრი მყიდველი უჩიოდა შეთავაზებული პროდუქციის ხარისხს და ხშირად უარს ამბობდა შესყიდვაზე.

პროექტის ყოველდღიური მონიტორინგის მონაცემებით, ახლა უკრაინაში კარტოფილის საბითუმო ფასები დაეცა 12-17 UAH/კგ-მდე ($0.30-0.43/კგ), რაც საშუალოდ 14%-ით იაფია, ვიდრე გასული სამუშაო კვირის ბოლოს.

შეგახსენებთ, რომ ამ დროისთვის უკრაინაში კარტოფილი საშუალოდ 2,7-ჯერ უფრო ძვირია, ვიდრე გასული წლის ანალოგიურ პერიოდში. ამავდროულად, ბაზარზე ამ პროდუქციის საკმაოდ დიდი მოცულობის გათვალისწინებით, უკრაინელი ფერმერები არ გამორიცხავენ ამ სეგმენტში ფასების შემდგომი შემცირების შესაძლებლობას.

წყარო: EastFruit

თქვენი რეკლამა