პრეზენტაცია საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიაში

დღეს, საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიაში, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის მინისტრმა ავთანდილ მესხიძემ 2017 წელში განხორციელებული და 2018 წელში განსახორციელებელი პროგრამების შესახებ პრეზენტაცია წარადგინა.

შეხვედრას ესწრებოდნენ საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდენტი აკადემიკოსი გურამ ალექსიძე და აკადემიის წევრები.

მინისტრმა აკადემიის წევრებს მიაწოდა ინფორმაცია 2017-2018 წლის მანდარინის მოსავლის რეალიზაციის ხელშეწყობის ღონისძიებების შესახებ, ა(ა)იპ აგროპროექტების მართვის ცენტრისა და აგროსერვის ცენტრის, სსიპ ლაბორატორიული კვლევითი ცენტრის მუშაობასთან დაკავშირებით.

აგრეთვე რეგიონალურ და ცენტრალურ სოფლის მეურნეობის სამინისტროებს შორის კოორდინაციის გაზრდა პროგრამული პროექტების განხორცილების კუთხით. პარტნიორ საერთაშორისო დონორ ორგანიზაციებთან თანამშრომლობის უახლოეს პერსპექტივებზე და სხვა მნიშვნელოვან საკითხებზე.

შეხვედრაზე განიხილეს 2017 წელში განხორციელებულ პროგრამებს. კერძოდ: სასათბურე მეურნეობის განვითარების ხელშეწყობა, სოფლის მეურნეობისა და სოფლის განვითარების ხელშეწყობა ა.მ.ა.გ.ი (აქტიურ მოქალაქეთა ადგილობრივი გაერთიანება), მაღალეფექტიური ერთწლიანი და მრავალწლიანი სასოფლო-სამეურნეო კულტურების წარმოება.

2017 წლის ბიუჯეტი განსაზღვრული იყო 9 193 348 ლარით. 2018 წელს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის ბიუჯეტი 10 168 575 ლარია.

თქვენი რეკლამა