ესპანეთში სათბურისთვის მინი ტრაქტორი შექმნეს

სათბურის, მინი, ტრაქტორი

ახალგაზრდა ესპანურმა კომპანია JBR Agrotech-მა სასათბურე მეურნეობისთვის მინი ტრაქტორი გამოუშვა, რომელიც გამოირჩევა მინიმალური შემობრუნების რადიუსით და დამატებითი აღჭურვილობის დაყენების შესაძლებლობით.

ამის შესახებ HortiDaily იუწყება.

„Agrotech მინი ტრაქტორი, თავისი უაღრესად შთამბეჭდავი დიზაინით, შექმნილია სათბურის ამოცანების გასაადვილებლად და შეზღუდული სივრცის პრობლემები დასაძლევად“.

სათბურის, მინი, ტრაქტორი

„მინი ტრაქტორის მრავალფეროვნება უზრუნველყოფს ინვესტიციის სწრაფ ამოღებას, ვიდრე ეს სხვა მანქანების შემთხვევაში ხდება, რადგან მას შეუძლია შეასრულოს მეტი დავალება, მათ შორის მორწყვა, გასხვლა, მოსავლის აღება, მცენარეების შეწამლვა-განაყოფიერება.“ – თქვა ხუან ერნანდესმა, JBR Agrotech-ის მენეჯერმა და თანადამფუძნებელმა.

მწარმოებლის ვებსაიტზე: jbragrotech.com აღნიშნულია, რომ ტრაქტორს აქვს ზომები 2884 x 1906 x 826 მმ, შიდა შემობრუნების რადიუსით 700 მმ. აღჭურვილია სამცილინდრიანი Perkins 403J-17 25 ცხ.ძ. სიმძლავრის ძრავით.

თქვენი რეკლამა