www.agroonline.ge – ახალი ინტერნეტ მაღაზია ფერმერებისთვის

584 Views

www.agroonline.geეს არის აგრო ცენტრი ინტერნეტ სივრცეში, რომელიც ფერმერს აძლევს საშუალებას დაზოგოს დრო, ენერგია და მისთვის საჭირო პროდუქცია შეიძინოს ერთ სივრცეში. ვებ-გვერდზე წარმოდგენილია აგროსფეროს თითქმის ყველა დარგის პროდუქცია.

ფერმერებს შესაძლებლობა აქვთ, თავიანთი მდებარეობის დატოვების გარეშე, შეკვეთიდან რამდენიმე დღეში მიიღონ საჭირო ტექნიკური აღჭურვილობა, დანადგარები, ხელსაწყოები, ინვენტარი თუ ვეტერინარული პროდუქცია.

როგორც ონლაინ მაღაზიის დამფუძნებელი, ლევან ფანჯიკიძე განმარტავს, Agroonline.ge-ის მიზანია, ფერმერებისთვის საჭირო პროდუქცია უფრო ხელმისაწვდომი გახადოს. ამასთან, ამ სფეროში დასაქმებულებს საშუალება მისცეს, დაზოგონ დრო, ფინანსები და საჭირო პროდუქცია უფრო ხელსაყრელი პირობებით შეიძინონ.

„Agroonline.ge არის მასშტაბური აგროცენტრი ინტერნეტსივრცეში, რომელიც ფერმერს  მისთვის საჭირო პროდუქციის ერთ სივრცეში მოძიების საშუალებას აძლევს. ონლაინ მაღაზია საქართველოში მოქმედ თითქმის ყველა აგროტექნიკისა და მასალების მომწოდებელ კომპანიას აერთიანებს. ჩვენი ვებ-გვერდი გთავაზობთ, უახლესი და ინოვაციური პროდუქციის დიდ არჩევანს, კურიერის მომსახურებას მთელი ქვეყნის მასშტაბით, სწრაფ და შეუფერხებელ თანამშრომლობას მოთხოვნადი და თქვენთვის საჭირო საინტერესო ყველა შესაძლო პროდუქტით უზრუნველყოფას. მომხმარებელმა მხოლოდ სასურველი ნივთი უნდა აარჩიოს, „საქართველოს ფოსტის“ მეშვეობით კი მთელი საქართველოს მასშტაბით მიწოდებას უზრუნველვყოფთ“, – აღნიშნა ონლაინ მაღაზიის დამფუძნებელმა.

მეტი სიმარტივისთვის, Agroonline.ge-ზე დამატებულია TBC ბანკის უპროცენტო ონლაინ განვადებაც. მომხმარებელს საშუალება აქვს, ბანკის ფილიალში ვიზიტის გარეშე,  განვადება მხოლოდ განაცხადის შევსებით მიიღოს.

აღსანიშნავია, რომ Agroonline.ge-ზე გადახდის სისტემის უსაფრთხოებას უზრუნველყოფს TBC ბანკი, შესაბამისად, უნაღდო ანგარიშსწორებისას ან განვადებისას მომხმარებელი დაცულია ინტერნეტთაღლითებისგან.

ფერმერების რა პრობლემებს აღმოფხვრის ონლაინ მაღაზია?

ონლაინ მაღაზიის კატალოგში წარმოდგენილია თითქმის ყველა ადგილობრივი მომწოდებლის პროდუქცია. შესაბამისად, თუ აქამდე ფერმერებს სხვადასხვა ადგილზე უწევდათ დანადგარებისა და ტექნიკური საშუალებების მოძიება, Agrooline.ge ამ დისკომფორტს თავიდან აარიდებთ.

„ჩვენი მიზანია, ფერმერებს მივაწოდოთ თანამედროვე ტექნოლოგიები, რადგან სოფლის მეურნეობაში მათი როლი ძალიან დიდია. ტექნიკური აღჭურვილობით მათ ნაკლებად მოუწევთ ფიზიკური შრომის გაწევა და ეფექტიანობა გაცილებით მაღალი იქნება“, – აღნიშნავს ლევან ფანჯიკიძე.

Agroonline.ge-ის დამატებული აქვს სპეციალური განყოფილება – „მჭირდება“, რომელშიც ფერმერს შეუძლია მიუთითოს, გარდა ვებ-გვერდზე წარმოდგენილი პროდუქციისა, რა სახის დანადგარი სურს და ვებ-გვერდის ადმინისტრაცია შეეცდება მის მოძიებას ადგილობრივ თუ საერთაშორისო ბაზარზე.

„ფერმერები ძირითადად, რეგიონებში იმყოფებიან, შესაბამისად, მაღაზიები მათგან მოშორებითაა და ხშირად, კონკრეტული პროდუქტის მოძიებას მთელ დღესაც უთმობენ-ხოლმე. ეს პროცესი განსაკუთრებით პრობლემატური ხდება მაშინ, როცა არ იცი, სად იყიდება კონკრეტული ტექნიკური საშუალება და მთელ რეგიონში გიწევს ძებნა. ჩვენ ვეცდებით, ვებ-გვერდზე წარმოვადგინოთ პროდუქციის ფართო არჩევანი, ასევე, მივიღოთ ფერმერებისგან ინფორმაცია  დამატებით საჭიროებენ თუ არა ისეთ პროდუქციას, რომელსაც ადგილობრივ ბაზარზე ვერ იძიებენ“, – განმარტავს ლევან ფანჯიკიძე.

რატომ არის Agroonline.ge მომწოდებლებისთვის საინტერესო?

ზოგიერთ მომწოდებელს თავისი  შოურუმი არ აქვს მოწყობილი ან ადგილმდებარეობის გამო, პროდუქციის რეალიზაცია უჭირს, ამიტომ მომხმარებელი მასთან დაკავშირებას ნაკლებად ახერხებს. ონლაინ მაღაზია ასეთ მომწოდებლებს საშუალებას აძლევს, ფერმერებს მარტივად და სწრაფად წარმოუდგინონ თავიანთი პროდუქცია.

„რაც შეეხება საფასო პოლიტიკას, ფასები არის აბსოლუტურად იდენტური, რაც მომწოდებლებს აქვთ, რაც როგორც მომხმარებლისთვის, ისე რეალიზატორისთვის ხელსაყრელია. ასევე, Agroonline.ge ფერმერებს სთავაზობს ფასდაკლებებს, რჩევებს სოფლის მეურნეობის სხვადასხვა დარგში მუშაობის შესახებ და სხვადასხვა სიახლეს“, – აღნიშნავს ლევან ფანჯიკიძე.

Agroonline.ge ჯერჯერობით, სატესტო რეჟიმში ფუნქციონირებს, თუმცა ვებ-გვერდზე პროდუქციის შეძენა უკვე შესაძლებელია. სრული დატვირთვით კი 2020  წლის 1-ლი ოქტომბრიდან დაიწყებს მუშაობას და ფერმერისთვის საჭირო ტექნიკის ასორტიმენტს კიდევ უფრო გააფართოვებს.

ასევე ვიწვევთ აგრო პროდუქციის ადგილობრივ მომწოდებლებს და საშუალებას ვაძლევთ განთავსდეს მათი პროდუქცია ჩვენს ონლიან პლატფორმაზე. დამატებითი ინფორმაციისთვის მომწოდებლებს შეუძლიათ დაგვიკავშირდნენ ელექტრონული ფოსტის ან ტელეფონის საშუალებით: giorgi@agroonline.ge; 551538434.

Related Articles

ვაზის ჭრაქი
სამაცივრე აგრეგატები
ბიომიქსი – ბიოაგრო
თქვენი სარეკლამო ბანერი
Georgian Dairy
აგრარული საქართველო
აგრარული, საქართველო
რეკლამა – აგროკავკასია
აგროკავკასია, რეკლამა
აგროკავკასია FB