ფერმერი თბილისიდან ლაგოდეხში წარმატებით მართავს მეურნეობას

„იმ დროს, როდესაც რეგიონების მოსახლეობა მასობრივად ტოვებს სასოფლო-სამეურნეო ნაკვეთებს დაუმუშავებლად და წყვეტს ტრადიციული კულტურების მოვლა-მოყვანას, იოსებ ვარდოშვილი თბილისიდან ლაგოდეხში წარმატებით მართავს საკმაოდ დიდ მეურნეობას.

იოსებ ვარდოშვილი სეზონის ბოლოს  გვესტუმრა და საკუთარი გამოცდილება გაგვიზიარა. ახალბედა ფერმერთათვის ალბათ საინტერესო იქნება მისი წარმატებული მაგალითის განხილვა.

კერძო ბიზნესსა და საჯარო სექტორში  მრავალწლიანი სამუშაო გამოცდილების შემდეგ, იოსებ ვარდოშვილმა  სოფლის მეურნეობაშიც გადაწყვიტა ძალების მოსინჯვა.

წლების მანძილზე ფერმერს კავშირი ქონდა სხვადასხვა კულტურის მოვლა-მოყვანასთან (ვაზი, თხილი და ხორბალი) თუმცა, წელს პირველად, 40 ჰა ფართობზე სიმინდის კულტურის მოყვანას დამოუკიდებლად შეეჭიდა.

რთული წლის მიუხედავად, ფერმერი მოსავლით კმაყოფილია. მისმა მაგალითმა კი აჩვენა, რომ სწორი დაგეგმარების შემთხვევაში, შესაძლებელია საკმაოდ დიდი ფართობების წარმატებული მართვა თბილისიდან.

იოსებ ვარდოშვილს მრავალწლიანი მენეჯერული გამოცდილება ფერმერული მეურნეობის ეფექტურ დაგეგმარებაში დაეხმარა და  საკითხს თავიდანვე სწორად მიუდგა.

მცენარის ვეგეტაციის ყველა მნიშვნელოვან ეტაპზე ის თბილისიდან ლაგოდეხში ჩადიოდა.  ესწრებოდა და თავად ხელმძღვანელობდა აგროტექნიკურ ღონისძიებებს.

ლოჯისტიკური საკითხები ეფექტურად გადაწყვიტა, გამოიყენა  მხოლოდ ხარისხიანი სათესლე მასალა და პესტიციდები. ნიადაგი კი ანალიზის მიხედვით გაანოყიერა. კლიმატური პირობების გათვალისწინებით, კარტლისთან ერთად შეირჩა პიონერის 115 დღიანი სიმინდის ჰიბრიდი – P0222.

ფერმერი პირველივე წელს შეეჯახა სირთულეებს.

ლაგოდეხში წლევანდელი წელი გვალვიანი აღმოჩნდა, ურწყავ ნაკვეთებზე კი სიმინდის მოყვანა მრავალ ფერმერს გაუჭირდა. თუმცა, სოსოს შემთხვევაში სწორად შერჩეულმა  სიმინდის ჰიბრიდმა თავისი სტაბილური თვისებები გამოავლინა.

მიუხედავად იმისა, რომ გვალვები გახანგრძლივდა, მისი ნაკვეთი კი არ ირწყვებოდა, მოსავალი მაინც 9,5 ტონას გაუტოლდა ჰექტარზე, 9-10% ასაღები ტენიანობით.

მოსავლის რეალიზაციის შედეგებით ძალიან კმაყოფილია, თუმცა ფერმერი ამ ნიშნულზე გაჩერებას არ აპირებს და სამომავლოდ ნაკვეთში სარწყავი სისტემის დამონტაჟებას გეგმავს, რაც მის მოსავალს დაახლოებით 15-16 ტონა/ჰა-მდე გაზრდის.“

ვკითხულობთ კომპანია კარტლისის FB გვერდზე https://www.facebook.com/cartlis/

თქვენი რეკლამა