გლობალური რძის ბაზარი კორექციის ფაზაშია – ფასები უმეტეს რეგიონებში მცირდება

usda, რძის, წარმოება

წელს რძის საერთაშორისო ბაზარი მნიშვნელოვანი ცვლილებების ეტაპზე გადავიდა.

მსოფლიოს უმეტეს რეგიონში რძის ფასები მცირდება, რაც მიუთითებს, რომ ბაზარი ეტაპობრივად გამოდის ბოლო წლების მაღალი ფასებისა და დეფიციტის პერიოდიდან.

ყველაზე მკვეთრი კლება დაფიქსირდა დიდ ბრიტანეთში, სადაც რძის მწარმოებლის ფასი დაახლოებით 19.2%-ით შემცირდა და $0.468/ლიტრი (€0.43) შეადგინა. ეს ერთ-ერთი ყველაზე დიდი წლიური ვარდნაა ძირითად მწარმოებელ ქვეყნებს შორის.

მსგავსი ტენდენცია შეინიშნება ევროკავშირშიც, სადაც EU-27-ის საშუალო ფასი 13.2%-ით დაეცა და დაახლოებით $0.499/ლიტრამდე (€0.46) შემცირდა. მიუხედავად კლებისა, ევროპული ფასები გლობალურ საშუალოზე კვლავ შედარებით მაღალი რჩება.

აშშ-ში ბაზარი შესუსტდა და ფასები დაახლოებით 10.5%-ით შემცირდა. ანალიტიკოსები ამას უკავშირებენ აზიაში მოთხოვნის შენელებას, განსაკუთრებით ჩინურ ბაზარზე, ასევე წარმოების მაღალი ხარჯების შენარჩუნებას.

ჩილე — მოულოდნელი ლიდერი

გლობალურ ბაზარზე გამორჩეული პოზიცია დაიკავა ჩილემ, სადაც რძის ფასები 4.2%-ით გაიზარდა და $0.500/ლიტრს (€0.46) მიაღწია. ეს 2026 წლის საუკეთესო შედეგია ძირითად მწარმოებელ ქვეყნებს შორის.

ბაზრის ანალიტიკოსები აღნიშნავენ, რომ ჩილეს წარმატება უკავშირდება შედარებით დაბალ წარმოების ხარჯებს, სტაბილურ ექსპორტს და რეგიონულ კონკურენტუნარიანობას.

ამის საპირისპიროდ, არგენტინაში რძის სექტორი ძლიერ ზეწოლას განიცდის. ქვეყანაში ფასები 17.4%-ით დაეცა და დაახლოებით $0.350/ლიტრამდე (€0.32) შემცირდა. მთავარი პრობლემებია:

  • მაღალი ინფლაცია;
  • ვალუტის არასტაბილურობა;
  • და გაძვირებული ლოჯისტიკა.

ურუგვაისა და ბრაზილიაში შედარებით ზომიერი კლება დაფიქსირდა — შესაბამისად 2.5% და 6.3%.

ჩინეთი და ახალი ზელანდია — განსხვავებული სურათი

მსოფლიოს უდიდესმა რძის იმპორტიორმა ჩინეთმა — მწარმოებლის ფასი პირიქით, 3.5%-ით გაზარდა და $0.440/ლიტრს (€0.40) მიაღწია.

ეს ტენდენცია მიუთითებს, რომ ქვეყანა ადგილობრივი წარმოების გაძლიერებას ცდილობს, რათა იმპორტზე დამოკიდებულება ნაწილობრივ შეამციროს.

ამავე დროს, ახალმა ზელანდიამ შედარებით სტაბილური ბაზარი შეინარჩუნა. ფასები მხოლოდ 0.8%-ით შემცირდა, რაც კიდევ ერთხელ აჩვენებს ქვეყნის ძლიერი საექსპორტო მოდელის მდგრადობას.

ბაზარი „ნორმალიზაციის“ ფაზაში შედის

ბოლო ორი წლის განმავლობაში რძის ბაზარზე მაღალი ფასები დიდწილად დეფიციტმა და ძლიერი საერთაშორისო მოთხოვნამ განაპირობა. თუმცა ახლა სიტუაცია იცვლება:

  • მიწოდება იზრდება;
  • მოთხოვნა ნელდება;
  • ხოლო მომხმარებლები უფრო მგრძნობიარე ხდებიან ფასების მიმართ.

საბოლოოდ, 2026 წელი რძის ინდუსტრიისთვის გარდამავალი პერიოდი ხდება — ბაზარი ნელ-ნელა ტოვებს „სუპერციკლის“ ფაზას და უფრო დაბალანსებულ, მაგრამ გაცილებით კონკურენტულ გარემოში გადადის.

ძროხის რძის მწარმოებელი ტოპ 10 ქვეყანა და ბაზრის ტენდეციები

თქვენი რეკლამა