ინფინიტო – ინოვაციური ფუნგიციდი თქვენი ჯანსაღი მოსავლისთვის

სისტემური, ფუნგიციდი

ინფინიტო BAYER-ის ინოვაციური სისტემური ფუნგიციდია, რომელსაც გააჩნია მოქმედების უნიკალური მექანიზმი ოომიცეტების კლასის სოკოების წინააღმდეგ, იგი ეფექტურად ანადგურებს უჯრედის ქიტინოვან გარსსა და კედელს. აღსანიშნავია, რომ მოქმედების ასეთი მექანიზმი ინფინიტოს გარდა, არც ერთ სხვა ფუნგიციდს არ ახასიათებს.

ინფინიტოს შემადგენელი ნივთიერება ფლუოპიკოლიდი ახალ ქიმიურ კლასს მიეკუთვნება და ებრძვის პათოგენებს განვითარების ყველა სტადიაზე. გარდა ამისა, ინფინიტოს გააჩნია ტრანსლამინარული მოქმედების უნარი, შედეგად, ნივთიერება აღწევს ქსოვილში და გადაადგილდება უჯრედსშორისებში. ინფინიტოს მეორე მოქმედი ნივთიერება პროპამოკარბჰიდროქლორიდია, რომელიც მცენარეში ყველა მიმართულებით გადაადგილდება და ხასიათდება სისტემური მოქმედებით. ამასთანავე, ეს ნივთიერება ცნობილია, როგორც ძლიერი ზრდის სტიმულატორი, რაც მოსავლის ხარისხის გაუმჯობესებას უწყობს ხელს.

ინფინიტოს ამ ორი ეფექტური ნივთიერების კომბინაციისა და მოქმედების უნიკალური მექანიზმის დამსახურებით, გამორიცხულია პათოგენების მიერ რეზისტენტობის გამომუშავება პრეპარატის მიმართ.

 

რისთვის და როგორ გამოიყენება ინფინიტო?

ინფინიტოს გამოყენება შეგიძლიათ ისეთ ბოსტნეულ კულტურებში, როგორებიცაა კარტოფილი, პომიდორი, კიტრი, ხახვი და კომბოსტო. პრეპარატი განსაკუთრებით ეფექტურია შემდეგი დაავადებების დროს: ფიტოფტორა, ალტერნარიოზი, ჭრაქი და პერონოსპოროზი.

ფუნგიციდით დამუშავების ჯერადობა განსხვავებულია და დამოკიდებულია კულტურებსა და მცენარის საჭიროებებზე. ამიტომ შეწამვლამდე, გირჩევთ, გაიაროთ კონსულტაცია „აგროსფეროს“ წარმომადგენლებთან, რომლებიც დაგეხმარებიან სწორად დაგეგმოთ შესაბამისი ღონისძიებები. პროდუქტის შესაძენად კი ეწვიეთ კომპანიის მაღაზიათა ქსელს ან მის ონლაინ პლატფორმას. https://agrosphere.ge/

*რედაქციას არ აქვს კავშირი აგრომარკეტში გამოქვეყნებულ განცხადებებთან.
ისარგებლეთ ტექსტში მოცემული ბმულებით.

თქვენი რეკლამა