უზბეკეთი აგროსექტორში ციფრულ ტექნოლოგიებს დანერგავს

უზბეკეთი, ციფრული, ტექნოლოგია, აგროსექტორი

უზბეკეთი, ჩინურ კომპანიასთან თანამშრომლობით, სოფლის მეურნეობის სექტორში ციფრულ ტექნოლოგიებს დანერგავს.

ჩინეთში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, უზბეკეთის რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის სამინისტროს დელეგაცია, ჩინური კომპანია XAG-ის Smart Field (ჭკვიანი ველი) პროექტს გაეცნო.

ამ პროექტის ფარგლებში, ხელოვნური ინტელექტის გამოყენებით ავტომატურად იმართება სარწყავი პროცესები და მკაცრად კონტროლდება წყლის მოხმარება. ასევე სრულად არის ინტეგრირებული კლიმატური პირობების ანალიზის, ნიადაგის ტენიანობისა და მოსავლიანობის პროგნოზირების სისტემები.

აღსანიშნავია, რომ ყველა ეტაპი – თესლის დათესვიდან მოსავლის აღებამდე და საწყობებში მიტანამდე – ხორციელდება დრონებისა და ინტელექტუალური ტექნოლოგიების გამოყენებით.

უზბეკეთის დელეგაციამ დეტალურად შეისწავლა ამ სისტემის უპირატესობები და განიხილა ქვეყანაში ასეთი მოწინავე მიდგომების დანერგვის შესაძლებლობები. შემდეგ გაიმართა ორმხრივი შეხვედრა XAG კომპანიის წარმომადგენლებთან, სადაც განიხილეს სოფლის მეურნეობაში ციფრული ტექნოლოგიების დანერგვის საკითხებში თანამშრომლობის საკითხები.

მხარეებმა წინასწარი შეთანხმებები მიაღწიეს ამ ჭკვიანი სისტემის, უზბეკეთის გარკვეულ რეგიონებში საპილოტე გაშვებასთან დაკავშირებით. სისტემის ტესტირების შემდგომ მოხდება მისი ეტაპობრივი დანერგვა მთელ ქვეყანაში.

უზბეკეთის რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის სამინისტროს ცნობით, მოლაპარაკებების პროცესში გამოითქვა წინადადებები, ტაშკენტის სახელმწიფო აგრარულ უნივერსიტეტში დრონების მართვის სასწავლო ცენტრის გახსნის, ასევე კომპანიის პროგრამული უზრუნველყოფის უზბეკურ ენაზე ადაპტაციის შესახებ.

გარდა ამისა, უზბეკურმა მხარემ წარმოადგინა ინფორმაცია, ქვეყანაში სოფლის მეურნეობის გაციფროვნების სფეროში მიმდინარე სამუშაოების შესახებ.

შეხვედრის შემდეგ ხელი მოეწერა ურთიერთგაგების მემორანდუმს, რომელიც მიზნად ისახავს ორმხრივი თანამშრომლობის გაძლიერებას.

დოკუმენტის თანახმად, მხარეები შეთანხმდნენ, რომ შექმნიან სპეციალისტების მომზადებისა და გადამზადების სასწავლო ცენტრს, ორგანიზებას გაუწევენ გამოცდილებისა და სპეციალისტების გაცვლას, ჩაატარებენ ტრენინგებს, ერთობლივად შეიმუშავებენ პროექტებს უპილოტო ტრანსპორტის გამოყენების, სოფლის მეურნეობაში ხელოვნური ინტელექტის  და ჭკვიანი სარწყავი ტექნოლოგიების დანერგვის მიზნით.

ეს თანამშრომლობა მნიშვნელოვანი ეტაპი იქნება უზბეკეთის სოფლის მეურნეობის მოდერნიზაციის, რესურსების დამზოგავი ტექნოლოგიების დანერგვისა და ციფრული მიდგომების საფუძველზე ახალი შედეგების მიღწევის საქმეში. ეს ასევე უზბეკეთსა და ჩინეთს შორის სტრატეგიული პარტნიორობის პრაქტიკული გამოხატულება და ურთიერთნდობისა და ინტერესების გაღრმავებისკენ გადადგმული გაბედული ნაბიჯია.

თქვენი რეკლამა