
ერევანმა საქართველოს გავლით, კონიაკის ტრანზიტის პრობლემის მოგვარების შესახებ განაცხადა.
სომხეთის სახელმწიფო შემოსავლების კომიტეტმა საქართველოს ტერიტორიაზე, სომხური კონიაკის ტრანზიტთან დაკავშირებული სიტუაციის დადებითად გადაწყვეტის შესახებ განცხადება გაავრცელა.
კომიტეტის ცნობით, „ბოლო დღეებში საქართველოს საბაჟო პუნქტებში, საცობების გამო სომხური სატვირთო მანქანების მიერ, სომხეთ-საქართველოს საზღვრის გადაკვეთის დროებით შეჩერებასთან დაკავშირებული პრობლემა მოგვარებულია“. „კერძოდ, საკითხი სომხური ბოთლის კონიაკით დატვირთული მანქანების გაჩერებას ეხებოდა“, – ნათქვამია განცხადებაში.
10 ივნისს, სომხეთის საბაჟო სამსახურებმა დროებით შეაჩერეს სატვირთო მანქანების მოძრაობა საქართველოს მიმართულებით. სომხური მხარის თქმით, მიზეზი საქართველოში დაწყებული პროდუქციის ლაბორატორიული ტესტები იყო. ერევანი აცხადებდა, რომ ასეთი ტესტების ჩატარების უფლება მხოლოდ მიმღებ ქვეყანას აქვს და არა ტრანზიტის მხარეს.
თბილისი პასუხობდა, რომ სომხეთიდან წამოსული ტვირთი სტანდარტულ პროცედურებს გადიოდა.
ერევანში, საქართველოს საელჩოსთან, პრობლემის დაუყოვნებლივ გადაჭრის მოთხოვნით საპროტესტო აქციებიც გაიმართა.
სომხეთის სახელმწიფო შემოსავლების კომიტეტის ცნობით, „საქართველოს საბაჟო ორგანოების მუშაობის ნორმალიზაციის შემდეგ, ამ სატვირთო მანქანების სომხეთის საბაჟო საწყობებიდან გატანა 18 ივნისს დაიწყო და 19 ივნისის მონაცემებით, 33 მანქანა უკვე გაშვებული იყო“.
წყარო: ekhokavkaza.com