მოლდოვას ხელისუფლება სუფრის ყურძნის სექტორს განვითარებისთვის სუბსიდიებს სთავაზობს.
გლობალური ეკონომიკური გამოწვევების მიუხედავად, მოლდოვას მევენახეობის სექტორმა ბოლო ორი წლის განმავლობაში მოახერხა ადაპტაცია და ზრდა, ხოლო 2023 წელს, ანალიზის მიხედვით, სუფრის ყურძნის წარმოების სექტორში რეკორდები დაფიქსირდა.
სექტორის მდგომარეობა და მისი პერსპექტივები გაანალიზდა სუფრის ყურძნის ეროვნული ფორუმის დროს, იუწყება moldpres.md.
მოლდოვას რესპუბლიკის სოფლის მეურნეობისა და კვების მრეწველობის სამინისტროს სახელმწიფო მდივანმა ანდრიან დიგოლიანმა აღნიშნა ხელისუფლების, კვლევითი ინსტიტუტებისა და კერძო სექტორის თანამშრომლობის მნიშვნელობა სექტორის ზრდისა და დივერსიფიკაციის მხარდასაჭერად.
ამასთან, სახელმწიფო მდივანმა ისაუბრა სახელმწიფოს მიერ დარგის განვითარებისთვის შეთავაზებული სუბსიდიებზე.
„სუფრის ყურძნის ვენახის გასაშენებლად ფერმერებს ვთავაზობთ 45 ათას MDL/ჰა-ზე (2 545 $), Pergola-ს საყრდენი სისტემების მონტაჟის ან მოდერნიზაციას 200 ათას MDL (11 312 $), Gable-ს საყრდენი სისტემისთვის კი 75 ათას MDL (4 242 $). ასევე არის სუბსიდიები სეტყვის საწინააღმდეგო სისტემების, ყინვის საწინააღმდეგო აღჭურვილობის, სარწყავი სისტემებისა და დრონებისთვის, რაც ხარჯების 50%-ს ფარავს. სუბსიდიები სასოფლო-სამეურნეო ტექნიკისა და აღჭურვილობისთვის ერთეულზე 25-35%-ის ოდენობით არის გათვალისწინებული“, – განმარტა ანდრიან დიგოლიანმა.
ევროპარლამენტის გადაწყვეტილებით, მოლდოველ ყურძნის ექსპორტიორებს შეუძლიათ მიიღონ ევროკავშირის ბაზარზე წვდომა, სატარიფო და რაოდენობრივი შეზღუდვის გარეშე.
იხილეთ აგრეთვე: სუფრის ყურძენი – დარგვა, ვენახის გაშენება, მოვლა-მოყვანის ტექნოლოგია