Minuto – იტალიური მინი კიტრი ბაზრის ახალი ტენდენცია

კიტრი, სათბური

კიტრი ბოსტნეულში გაყიდვების თვალსაზრისით ერ-ერთი პირველი პროდუქტია. სამხრეთ იტალიაში დიდი რაოდენობით კიტრი იწარმოება. მრავალ მწარმოებელს შორის არის ფერმა, რომელიც სპეციალიზირებულია კიტრის სათბურებში მოყვანაში.

კიტრი იზრდება ჰიდროპონიკულ სათბურებში, სადაც გამოიყენება მავნებლების მიმართ ინტეგრირებული მართვის მენეჯმენტი, ეს ფერმები სერტიფიცირებულია ნულოვანი ნარჩენების გამოყენებით.

კომპანია Giovinnazo ასევე ზრდის სხვადასხვა სახის პომიდორს ბაზრისთვის, მაგალითად, როგორიც არის წითელი, ყვითელი, ნარინჯისფერი და სხვდასხვა ფერის ზოლიანი პომიდორი.

„Minuto ერთ ჰექტარ მიწაზე მოგვყავს. არის თხელკანიანი, შიგნიდან ხრაშუნა და ტკბილი გემოთი, არასდროს არის მწარე. ბაზარზე განსაკუთრებით მოთხოვნადია 750 გრამიანი შეფუთვები. „ – ამბობს პიეტრო ფაჩინიანი, ფერმის აგრონომი.

კომპანიამ მაისიდან სექტემბრის ბოლომდე 200 ტონა Minuto კიტრი გაყიდა.

კიტრი

ნაყოფი არის ცილინდრისებრი, 10-14 სმ სიგრძის. კიტრი ყოველთვის არის გლუვი და კაშკაშა შეფერილობის, იდელური მწვანე ფერით. ასევე გამოირჩევა მოსავლის აღების შემდგომი შენახვის პერიოდის ხანგრძლივობით. მცენარე არის  ძალიან კომპაქტური, პატარა კვანძებითა და შესანიშნავი გამრავლების შესაძლებლობით, გვიხნის გამოცდილი აგრონომი ფაჩინიანი.

GlobalGAP-ის სერტიფიცირებულ ფერმას 15 ჰექტარი მიწის ნაკვეთი უკავია, მათ შორის 10 ჰექტარი არის ტუნელის ტიპის.  როგორც აგრონომი და ფერმის ერთ-ერთი მეპატრონე, პიეტრო ფაჩინიანი ამბობს, წარმატებული ბიზნესისთვის ფერმის ტექნოლოგიურ მართვასთან ერთად სწავლობენ ბაზრის მოთხოვნებს, მომხმარებლების ქცევის ცვლილებებს და ცდილობენ ტენდენციური პროდუქტები მაქსიმალურად მოთხოვნადი გახადონ.

წყარო: FreshPlaza

თქვენი რეკლამა