მაღალი ფასი ტურისტებს, სტამბოლში რესტორანი დააჯარიმეს

რესტორანი, სტამბოლი, ჯარიმა

გალათას ხიდის ქვეშ მდებარე სტამბოლის რესტორანი 3500 აშშ დოლარით დააჯარიმეს, ოთხ გერმანელ ტურისტთან, შტუტგარტის საფეხბურთო კლუბის გულშემატკივრებთან დაკავშირებული ინციდენტის შემდეგ.

ტურისტებმა, რომლებიც დაწესებულებას, „ფენერბაჰჩესთან“ მატჩამდე ტაქსის მძღოლის რეკომენდაციით ეწვივნენ, კვებისთვის 1405 აშშ დოლარი გადაიხადეს.

სტამბოლის კომერციის დირექტორატში შეტანილი საჩივრებისა და შემდგომი შემოწმების შემდეგ, აღმოჩნდა, რომ მენიუს პუნქტებიი ერთი ფასით იყო ჩამოთვლილი, სტუმრებს კი სინამდვილეში სხვა ფასი გადაახდევინეს.

ინსპექტორებმა შენიშნეს შეუსაბამობა ჩამოთვლილ და რეალურად დაკისრებულ ფასებს შორის. დაწესებულებაში განცხადეს, რომ მენიუში, ფასები ინგლისურ, გერმანულ და ფრანგულ ენებზე მკაფიოდ იყო ნაჩვენები და რომ აპირებენ ჯარიმის გასაჩივრებას.

თურქეთის ხელისუფლება ხაზს უსვამს, რომ ასეთი პრაქტიკა არღვევს ვაჭრობისა და მომხმარებელთა უფლებების დაცვის რეგულაციებს. რესტორანი დაჯარიმდა და სააგენტომ მოუწოდა კვების ობიექტებს, რომ უფრო გამჭვირვალეები იყვნენ ფასების საკითხში.

წყარო: mk-turkey

თქვენი რეკლამა