ესპანეთში, მადრიდში მიმდინარე მსოფლიოში ყველაზე გავლენიან გასტრო კონგრესზე Madrid Fusión 2024 ქართულ სამზარეულოს გაეცნენ.
კონგრესის ბოლო დღეს ქართველმა შეფმზარეულმა დავით ნარიმანაშვილმა მონაწილეებისთვის ქართული კულინარიული მასტერკლასი გამართა.
Madrid Fusión 2024-ზე საქართველო სტუმრის სტატუსით მონაწილეობს.
საერთაშორისო კონგრესზე, საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის სტენდთან სტუმრები და კულინარიის სფეროს წარმომადგენლები ქართულ სამზარეულოს, ღვინოსა და ტურისტულ პროდუქტებს ეცნობიან. საქართველოს სტენდზე ინტეგრირებულია ეგრეთწოდებული Show Kitchen.
სტუმრის სტატუსის ფარგლებში საქართველოს ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციას დამატებით თემატური სცენები დაეთმო, რომლის ფარგლებშიც მთავარ სცენაზე ქართული კერძების მასტერკლასები და ღვინის დეგუსტაცია გაიმართა.
Madrid Fusión-ზე ქართული სამზარეულო მადრიდში მდებარე რესტორანმა ნუნუკამ წარადგინა. გასტრო კონგრესის მონაწილეებს საქართველოს სომელიეთა ასოციაციის თავმჯდომარემ შალვა ხეცურიანმა ქართული ღვინის მრავალი საუკუნოვანი ისტორია გააცნო.