
ლიეტუვური კომპანიები გვერდს უვლიან ბელორუსიიდან რაფსის ზეთის შეტანის აკრძალვას. ამასთან ის შეიძლება უკრაინიდან უკანონოდ ექსპორტირებული რაფსისგან იყოს დამზადებული.
ლიეტუვური კომპანიები გვერდს უვლიან ბელორუსიდან რაფსის ზეთის შეტანის აკრძალვას. ამასთან ის შეიძლება უკრაინიდან უკანონოდ ექსპორტირებული რაფსისგან იყოს დამზადებული.
2024 წლის ივნისში ლიეტუვამ დააწესა აკრძალვა რუსეთიდან და ბელორუსიდან სოფლის მეურნეობის პროდუქტების, მათ შორის რაფსის ზეთის იმპორტზე. თუმცა, ლიეტუვური კომპანიები ამ აკრძალვას გვერდს უვლიან და აგრძელებენ რაფსის ზეთის იმპორტს, რომელიც, შესაძლოა ხერსონიდან უკანონოდ ექსპორტირებული უკრაინული რაფსისგან იყოს დამზადებული.
„ლიეტუვამ სანქციები დააწესა და რუსეთიდან და ბელორუსიდან მცენარეული ზეთის იმპორტი აკრძალა, ასე რომ თქვენ ამას პირდაპირ ვერ შეძლებთ. თქვენ უნდა შეიტანოთ ლატვიაში ან პოლონეთში. დეტალები არ ვიცი, მაგრამ არის სამუშაო სქემა, რომელსაც ზოგიერთი კომპანია იყენებს“, – ამბობს TSLC კომპანიის (ლიეტუვა) მენეჯერი.
კიდევ ერთი ლიეტუვური კომპანიის, ბალტიოს პერვეზიმას (Baltijos Pervezima) მენეჯერმა დაადასტურა, რომ ისინი თანამშრომლობენ ბელორუსულ „აგროპროდუქტთან“. ზეთის იმპორტი ხრიგის პორტის გავლით ხდება.
ფედერალური სახელმწიფო საინფორმაციო სისტემის „მარცვლეულის“ მონაცემებით, 2023 წელს, ხერსონის რეგიონის ოკუპირებული ნაწილიდან ბელორუსში უკანონოდ ექსპორტირებული იქნა თითქმის 5 ათასი ტონა რაფსი. ბელორუსში უკრაინული რაფსის მიმღები ხუთი კომპანია გახდა, მათ შორის „აგროპროდუქტი“. ეს არის ევროკავშირში ექსპორტირებული რაფსის ზეთის ერთ-ერთი უმსხვილესი მწარმოებელი.
ევროსტატის მონაცემებით, 2024 წლის პირველი ექვსი თვის განმავლობაში ევროკავშირის ქვეყნებმა ბელორუსიდან 90 ათას ტონაზე მეტი რაფსის ზეთი 67 მილიონ ევროდ შეიძინეს. მთავარი მყიდველები ლიეტუვა და ლატვია არიან.
2024 წლის ივნისის დასაწყისიდან, სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ შედგენილი და მთავრობის მიერ დამტკიცებული სიის მიხედვით, ლიეტუვაში, სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის და საკვების იმპორტი რუსეთიდან და ბელორუსიდან აკრძალულია.
წყარო: latifundist.com
იხილეთ აგრეთვე: რაფსი ზეთოვანი და თაფლოვანი კულტურა – რაფსის მოყვანა