კლიმატის ცვლილების მიმართ მედეგი მებოსტნეობა

კლიმატის, ცვლილება, ტრენინგი

CENN, შვეიცარიული ორგანიზაცია HEKS-EPER-ის ფინანსური მხარდაჭერით, ხელს უწყობს ფერმერების შესაძლებლობების განვითარებას კლიმატის ცვლილების მიმართ მედეგი სოფლის მეურნეობის დანერგვისთვის.

ამ მიზნით, მარნეულის მუნიციპალიტეტში ბოსტნეულის მწარმოებელი ფერმერებისთვის, კარტლისის აკადამიასთან თანამშრომლობით, სასერტიფიკატო კურსი „კლიმატის ცვლილების მიმართ მედეგი მებოსტნეობა“ განხორციელდა.

კურსის ფარგლებში გადამზადდა 25-მდე ადგილობრივი ფერმერი. ფერმერებმა ინფორმაცია მიიღეს შემდეგი მიმართულებებით:

• სოფლის მეურნეობაზე კლიმატის ცვლილების ნეგატიური გავლენა, კლიმატის ცვლილების მიმართ მედეგი სოფლის მეურნეობის მნიშვნელობა, კლიმატის ცვლილების მიმართ მედეგი სასოფლო-სამეურნეო პრაქტიკები და ტექნოლოგიები;
• ბოსტნეული კულტურების გამოკვების ძირითად ასპექტები;
• მცენარეთა ინტეგრირებული დაცვის პრინციპები;
• სარწყავი სისტემის ტიპები ბოსტნეულ კულტურებში და მათი მნიშვნელობა;
• კურსი ასევე მოიცავდა პრაქტიკულ მასტერკლასს სასათბურე მეურნეობაში.

კლიმატის, ცვლილება, ტრენინგი

სასერტიფიკატო კურსი განხორციელდა „კლიმატის ცვლილების მიმართ მედეგი სოფლის მეურნეობა PRAISE MARNEULI“ – პროექტის ფარგლებში, რომელიც ხორციელდება შვეიცარიული ორგანიზაცია HEKS-EPER-ის ფინანსური მხარდაჭერით CENN-ის მიერ, კომპანია კარტლისთან თანამშრომლობით.

კლიმატის, ცვლილება, ტრენინგი

პროექტის მიზანია მარნეულის მუნიციპალიტეტში მოსახლეობის შემოსავლების შექმნის შესაძლებლობების გაზრდა, გარემოსადმი მეგობრული და კლიმატის ცვლილების მიმართ მედეგი სოფლის მეურნეობის (CRA) ხელშეწყობის გზით.

კლიმატის, ცვლილება, ტრენინგი

თქვენი რეკლამა