სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის მეცნიერებმა, პოლონეთში, მოლეკულური მარკირების სასწავლო კურსი გაიარეს.
სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის მეცნიერებმა პოლონეთში, ქ.კატოვიცეში მოსავლის გაუმჯობესებისთვის მოლეკულური მარკირებისა და ნიადაგის მართვის ტექნიკის რეგიონალურ სასაწავლო კურსი გაიარეს.
მეცნიერები მცენარეთა დომესტიკაციის ფაქტორებს, ახალი ჯიშების გამოყვანის პროცესში მუტაგენეზის როლს, დნმ-ის და რნმ-ის სექვენირების ტექნოლოგიას, რადიოაქტიური დასხივების, გენეტიკური მოდიფიცირების მეთოდებისა და გენთა ედიტირების მეთოდების გამოყენებით ახალი ჯიშების და ვარიაციების მიღების პროცესს და სხვა საკითხებს გაეცნენ.
სასწავლო კურსი შედგებოდა როგორც თეორიული, ასევე პრაქტიკული – ლაბორატორიული სამუშაოების და ონლაინ გენეტიკური ბაზების გამოყენების შესწავლის ნაწილისგან.
სასწავლო კურსი გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO) და ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს (IAEA) საერთაშორისო პროექტის „გარემოს ცვლილებასთან ადაპტირებული, მცენარეთა გაუმჯობესებული ჯიშების მიღება ევროპასა და ცენტრალურ აზიაში“ ფარგლებში, სილეზიის უნივერსიტეტში გაიმართა. კურსში მონაწილოება მსოფლიოს 13 ქვეყნის მეცნიერმა მიიღო.