საქართველოში წარმოებული ვაშლის ექსპორტის ღირებულება, უკანასკნელი 10 წლის განმავლობაში, მნიშვნელოვნად გაიზარდა.
2025 წელს, ექსპორტზე გავიდა რეკორდული, 14.0 მლნ აშშ დოლარის ღირებულების (20.6 ათასი ტონა) ვაშლი (რაც 2.4-ჯერ აღემატება 2024 წლის ანალოგიურ მაჩვენებელს).
მზარდია საშუალო საექსპორტო ფასიც, 2025 წლის მონაცემებით, 1 კგ-ის ფასმა 0.68 აშშ დოლარს მიაღწია. ასვე, ამ პერიოდში მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა ვაშლის შენახვა-გადამუშავების ინფრასტრუქტურა, რამაც ექსპორტის უწყვეტობას და ხარისხის სტაბილურობას შეუწყო ხელი.
2024 წლის მონაცემებით, საქართველოდან ვაშლის ექსპორტი ხორციელდება 31 კომპანიის მიერ. ექსპორტირებული ვაშლის 95% რუსეთის ბაზარზე გადის, ასევე, მცირე რაოდენობის ვაშლი ექსპორტირებულია თურქეთში, სომხეთში, ბელარუსში, ერაყსა და ყაზახეთში.
ბოლო 10 წლის განმავლობაში, საქართველოში ვაშლის წარმოების მაჩვენებელი 19.7-89.0 ათასი ტონის ფარგლებში მერყეობს. 2024 წელს, წინა წელთან შედარებით, 52%-ით გაიზარდა ვაშლის წარმოება და 76.4 ათას ტონას მიაღწია.
ვაშლი – დარგვა, მოვლა-მოყვანა და ჯიშები

