ქართულმა ღვინოებმა საერთაშორისო პრესტიჟულ კონკურსზე გერმანიაში 1 ორმაგი ოქროს, 18 ოქროს და 8 ვერცხლის მედალი დაიმსახურეს.
„MUNDUS VINI“-ის ზაფხულის დეგუსტაციაზე ქართული ღვინის კომპანიის – „მეღვინეობა პი“ 2020 წლის საფერავმა ორმაგი ოქროს მედალი დაიმსახურა.
ოქროს მედლები მიიღეს:
• „თელავის ღვინის მარანი“ 5 ოქროს მედალი: ქინძმარაული 2020, საფერავი კონდოლი 2018, მუკუზანი 2019, სატრაპეზო ქვევრი 2018, რეზერვი 2012;
• „მეღვინეობა შუმი“ 4 ოქროს მედალი: იბერიული ნაფარეული 2019, იბერიული ბიო რქაწითელი 2019, იბერიული მწვანე 2019, ვინობიზა საფერავი კაბერნე 2019;
• „ასკანელი ძმები“ 2 ოქროს მედალი: რქაწითელი ქვევრი 2019, საფერავი ქვვერი 2019;
• „ნაბერაული“ 2 ოქროს მედალი: საფერავი ძელშავი 2020, ტვიში 2020;
• „მეღვინეობა წერეთელი“ – საფერავი ქვევრი 2019;
• „ყვარლის მარანი“ – მუკუზანი;
• „დუგლაძეების ღვინის კომპანია“ – საფერავი რეზერვი 2015;
• „მეღვინეობა ხარება“ – საფერავი 2017;
• „რთველისი“ – მუკუზანი 2019;
ვერცხლის მედლები:
• „ასკანელი ძმები“ 2 ვერცხლის მედალი: ცქრიალა ღვინო 2019, მუკუზანი პრემიუმი 2019;
• „მეღვინეობა ხარება“ 2 ვერცხლის მედალი: მწვანე 2020, იმერული ციცქა 2020;
• „რთველისი“ – საფერავი 2019;
• „მეღვინეობა შუმი“ – ვინობიზა წინანდალი პრემიუმი 2019;
• „ნაბერაული“ – ცოლიკოური 2020;
• „თელავის ღვინის მარანი“ – სატრაპეზო საფერავი 2018.
მსგავს პრესტიჟულ კონკურსში წარმატება ქართული ღვინოების მაღალი ხარისხით არის განპირობებული. „MUNDUS VINI“-ის ზაფხულის დეგუსტაციაში მსოფლიოს 35 ქვეყნდან 4500 ღვინო მონაწილეობდა.