ქართული ღვინო ოსტინში

ქართული, ღვინო, ოსტინში

ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერითა და სააგენტოს კონტრაქტორი ამერიკული მარკეტინგული კომპანიის „Colangelo & Partners” ორგანიზებით, ქართული ღვინის წარდგენა აშშ-ში, ტექსასის შტატის ქალაქ ოსტინში ფესტივალზე „Austin Food & Wine Festival“ გაიმართა.

ფესტივალის ერთ-ერთი პარტნიორი ღვინის ეროვნული სააგენტო იყო.

ფესტივალზე წარმოდგენილი იყო ქართული ღვინის მწარმოებელი სხვადასხვა კომპანიის 23 ღვინო. ფესტივალის ფარგლებში ასევე გაიმართა დეგუსტაცია-მასტერკლასი სათაურით: “Georgian Wine for Everyday Drinking,” (ქართული ღვინო ყოველდღიურ დასალევად).

ფესტივალს „Austin Food & Wine Festival“, რომელიც 2012 წლიდან ყოველწლიურად იმართება, ტრადიციულად მიშელინის ვარსკვლავის მქონე რესტორნების შეფ-მზარეულები, სომელიეები, ღვინის პროფესიონალები, HORECA სექტორის წარმომადგენლები და მომხმარებლები ესწრებიან, რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მომხმარებლებში ქართული ღვინის ცნობადობისა და მოთხოვნის ზრდისთვის აშშ-ის სტრატეგიულ ბაზარზე.

თქვენი რეკლამა