კარტლისი, 20 წელი ფერმერთა სამსახურში!

კარტლისი

საქართველო მიწათმოქმედთა უძველესი ქვეყანაა. საქმიანობის ეს სფერო საქართველოსთვის მხოლოდ მეურნეობის დარგი კი არ არის, არამედ მისი ისტორიის, ცნობიერებისა და კულტურული მემკვიდრეობის განუყოფელი ნაწილია. თითქმის ყველაფერი, უშუალოდ უკავშირდება ჩვენი ქვეყნის, როგორც უძველესი მიწათმოქმედების არეალის მდიდარ ტრადიციებს.

საქართველოში სოფლის მეურნეობა დღითიდღე უფრო და უფრო ვითარდება და კომპანია „კარტლისი“ ამაყობს, რომ ამ განვითარებაში მისი დაუღალავი შრომა და უდიდესი წვლილია შეტანილი.

„კარტლის აგროსისტემები“ ქართულ ბაზარზე უკვე 20 წელია მოღვაწეობს და მომხმარებელს მცენარეთა დაცვის საშუალებების, სასუქების, სათესლე მასალისა და სარწყავი სისტემების ფართო ასორტიმენტს სთავაზობს.

ამ პერიოდში კომპანიამ ფერმერებს შორის უმაღლესი ხარისხის პროდუქციის მომწოდებლის სახელი დაიმკვიდრა. მიზანდასახული მუშაობის შედეგად, კომპანიამ ათასობით მომხმარებლის ნდობა მოიპოვა და დღეისათვის თავის დარგში ერთ-ერთი წამყვანი ორგანიზაციაა აგრო სფეროში.

კომპანია “კარტლისს” გააჩნია საკუთარი საცდელ-სადემონსტრაციო მეურნეობები, სადაც კომპანია ცდის ახალ ჯიშებს, პრეპარატებს და ამუშავებს სხვადასხვა კულტურების მოყვანის უახლეს ტექნოლოგიებს. კომპანია ამაყობს იმითი, რომ საქართველოში, პროფესიონალ ფერმერებში მისი სახელი ასოცირდება ცოდნასთან, ხარისხთან და გამოცდილებასთან.

„კარტლის აგროსისტემების“ რეკომენდაციით არაერთ ფერმერსა თუ აგრო კომპანიას მოჰყავს სხვადასხვა ჯიშის ხილი თუ ბოსტნეული.

Frisady, Villi, Ilema, Lea, Tuska, Diamond Enza Zaden-ის სალათებია , რომლებიც უკვე მერამდენე სეზონია ახალგაზრდა ფერმერებს მოჰყავთ მუხრანის სასათბურე მეურნეობაში, კომპანია კარტლისის რეკომენდაციით.

მათ შექმნეს ქართული ბრენდი ,,მწვანე მოსავალი „ რომელიც დღეს ჩვენს ჰიპერმარკეტების ქსელს ამშვენებს.

ასევე, შპს ,,ბიოსერვისი“ და მისი პროდუქტ მენეჯერი რეზო ჩხეიძე პირველი კომპანიაა, რომელმაც ყაბახი ,,არდენდოს“ მოყვანა ჰიდროპონიკაზე სცადა და წარმატებითაც გამოუვიდა კარტლისის სპეციალისტების დახმარებით.

დღეს მათ მიერ მოყვანილი პროდუქცია, როგორებიცაა Ardendo F1 – Enza Zaden-ის მაღალპროდუქტიული ყაბახი ამშვენებს ქართულ ჰიპერმარკეტებს! ის გამოირჩევა დაავადებების მიმართ კომპლექსური რეზისტენტობით. ძლიერი კომპაქტური მცენარე, მაღალი ხარისხის ერთანაირი ცილინდრული ფორმის ნაყოფით , ფერმერებს აძლევს საშუალებას მიიღონ მაღალი მოსავალი ღია გრუნტზე.

მსოფლიოში არ არსებობს ქვეყანა, რომელშიც საქართველოს მსგავსად არსებობდეს  სასოფლო-სამეურნეო სპეციალიზაციის 11 საწარმოო ზონა (3 ქვეზონით). ყოველივე ამის შედეგია ის, რომ საქართველოში იწარმოება ყველა სახის სასოფლო-სამეურნეო პროდუქცია, გარდა ტროპიკულისა.

დღეს, როდესაც მსოფლიოში იაფი საკვებისა და ზოგადად საკვები რესურსების  პრობლემა სულ უფრო მწვავედ დგება, სასოფლო-სამეურნეო სავარგულების ეფექტურად გამოყენების საკითხი სულ უფრო აქტუალური ხდება. მოხმარებული პროდუქციის დაახლოებით 65% იმპორტირებულია, რომლის შემოტანაც სხვადასხვა მიზეზით საქართველოს გეოპოლიტიკური და გეოსტრატეგიული ვითარების გამო ნებისმიერ დროს შეიძლება შეფერხდეს და ქვეყანა სანახევროდ მშიერი დარჩეს.

ჩვენი ეკონომიკა ჩვენს ხელშია, ვაწარმოოთ ქართული და ვაწარმოოთ საქართველოში!  კომპანია „კარტლისი“ – მათთვის, ვინც ცარიელ მინდვრებში ხედავს უსაზღვრო შესაძლებლობებს!

კომპანია „კარტლისი“

თქვენი რეკლამა

Be the first to comment

Leave a Reply

Your email address will not be published.