საქართველოს აგრარული უნივერსიტეტის აგრონომიული და სატყეო საქმის სტუდენტებისთვის, ქარსაფარი ზოლების მნიშვნელობასა და მათ გაშენებაზე, სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის ჯიღაურას მრავალწლოვანი კულტურების საცდელ-სადემონსტრაციო ბაზაზე, საველე ტრენინგი ჩატარდა.
სტუდენტებმა სატყეო კულტურების, ხეხილისა და ვაზის ცოცხალი კოლექციები, აგრომეტყევეობაში გამოყენებული მერქნიანი მცენარეების სახეობები, ქარსაფრის მოდელები და სხვადასხვა სქემით გაშენებული სწრაფმზარდი მერქნიანი მცენარეების პლანტაციები დაათვალიერეს და ცენტრის საქმიანობას გაეცნენ.
ჯიღაურას სატყეო კულტურების კოლექცია 2015 წელს, სატყეო კულტურების კონსერვაციისა და დაცვის მიზნით გაშენდა. კოლექციაში, დღეისთვის, 88 სახეობაა დაცული, მათ შორის, უნიკალური და გადაშენების პირას მყოფი სახეობები.