მას შემდეგ, რაც წყალსაცავებში წყლის დონე გვალვის გამო ნორმაზე 18 პროცენტზე დაბლა დაეცა, კატალონიის ხელისუფლებამ საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა.
კატალონიის ხელისუფლებამ რეგიონში საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა ძლიერი გვალვის გამო, რომელიც გრძელდება ბარსელონასა და მის მიმდებარე ტერიტორიაზე, ამის შესახებ სააგენტო AFP იტყობინება.
კატალონიის რეგიონული მთავრობის ხელმძღვანელმა პერე არაგონესმა ეს გადაწყვეტილება მას შემდეგ გამოაცხადა, რაც წყალსაცავებში წყლის დონე კრიტიკულ დონეზე 18 პროცენტზე დაბლა დაეცა. „კატალონია განიცდის ყველაზე უარეს გვალვას ბოლო 100 წლის განმავლობაში“, – თქვა არაგონესმა.
საგანგებო მდგომარეობა გულისხმობს ყოველდღიურად მოხმარებული წყლის რაოდენობის შემცირებას კერძო და მუნიციპალური მიზნებისთვის მაქსიმუმ 200 ლიტრამდე ერთ ადამიანზე.
2 თებერვლიდან ბარსელონასა და მიმდებარე მუნიციპალიტეტების მაცხოვრებლებს აეკრძალებათ მანქანების ონკანის წყლით გარეცხვა და კერძო საცურაო აუზების შევსება, გარდა რეციკლირებული წყლისა.
მთავრობის დადგენილებით თუ მდგომარეობა გაუარესდება, წყლის მაქსიმალური რაოდენობა დღეში შეიძლება შემცირდეს 180 ან 160 ლიტრამდე ერთ ადამიანზე. სოფლის მეურნეობის სექტორში წყლის მოხმარება 80 პროცენტით უნდა შემცირდეს, მრეწველობა კი 25 პროცენტით ნაკლები წყლით უნდა დაკმაყოფილდეს.
რეკორდული გვალვები ესპანეთში 2021 წლიდან გრძელდება. განსაკუთრებით ძლიერია კატალონიასა და ქვეყნის სამხრეთში. 2023 წლის აგვისტოში კატალონიის ხელისუფლებამ უკვე შემოიღო მსგავსი საგანგებო მდგომარეობა წყალსაცავებში წყლის დონის ვარდნის გამო.
წყარო: dw