
აშშ-ში ტყის ხანძრებმა ქვეყნის დასავლეთით მდებარე ორ ეროვნულ პარკში, მათ შორის დიდი კანიონის ნაწილში, პერსონალისა და ვიზიტორების ევაკუაცია გამოიწვია.
გრანდ კანიონის ეროვნული პარკის (არიზონა) ჩრდილოეთი ნაწილი და განისონის ეროვნული პარკის (კოლორადო) შავი კანიონი შეერთებულ შტატებში ხანძრების გამო დაკეტილია, – წერს სააგენტო AP შაბათს, 12 ივლისს.
შავი კანიონის სამხრეთ ნაწილში ხანძარი ხუთშაბათს, 10 ივლისს, ელვის დარტყმის შედეგად გაჩნდა. ხანძრის ფართობი 6,5 კვადრატული კილომეტრი იყო. ის ჯერ არ არის ლოკალიზებული. პარკის ჩრდილოეთით უფრო მცირე ზომის ხანძარი პარასკევს ჩააქრეს.
ოთხშაბათ საღამოს ჭექა-ქუხილის შემდეგ, ჯეიკობის ტბის ჩრდილოეთით, დიდი კანიონის მახლობლად, ხანძარი გაჩნდა. ხუთშაბათს შუადღისას, ხანძარი „ძლიერი და არაპროგნოზირებადი“ ქარის გამო გავრცელდა, იტყობინება AP მიწის მართვის ბიუროს პრესმდივან რეიჩელ კარნაჰანზე დაყრდნობით.
პარასკევისთვის ხანძარი დაახლოებით 44 კვადრატულ კილომეტრზე იყო გავრცელებული და დიდი კანიონის თავზე კვამლის მუქი ღრუბლები იყო ჩამოკიდებული. მოხერხდა დაახლობეით 500 ტურისტი ევაკუირება, რომლებიც პარკში ღამის გათევას გეგმავდნენ.
გვალვისა და მუსონური სეზონის შედეგად გამოწვეული ტყის ხანძრები
განისონის ეროვნული პარკის შავი კანიონის ადმინისტრაციის მონაცემებით, ამ ტერიტორიაზე ხანძრებისთვის ხელსაყრელი პირობებია: მაღალი ტემპერატურა, დაბალი ტენიანობა, ძლიერი ქარი და მშრალი მცენარეულობა. გარდა ამისა, მუსონური სეზონი, რომელსაც რეგიონში ტენიანობის მოტანა შეუძლია, ასევე იწვევს ხშირ ჭექა-ქუხილსა და მტვრის ქარიშხალს, რაც თავის მხრივ ხელს უწყობს ხანძრების გაჩენას.