უზბეკეთის ხილისა და ბოსტნეულის ექსპორტი 39.7%-ით გაიზარდა

უზბეკეთი, ხილი, ეხსპორტი

უზბეკეთიხილისა და ბოსტნეულის ექსპორტი 2025 წლის, პირველი 10 თვის განმავლობაში თითქმის 40%-ით გაიზარდა.

2025 წლის იანვრიდან ოქტომბრამდე უზბეკეთმა ექსპორტზე, 1.7 მილიარდი დოლარის ღირებულების 1.8 მილიონი ტონა ხილი და ბოსტნეული გაიტანა.

უზბეკეთის რესპუბლიკის ეროვნული სტატისტიკის კომიტეტის მონაცემებით, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ექსპორტის მოცულობა 39.7%-ით გაიზარდა, ხოლო სოფლის მეურნეობის პროდუქტების წილი, ქვეყნის მთლიან ექსპორტში 5.9%-ს შეადგენს.

ექსპორტი მოიცავს:

  • ხილსა და კენკრას – 523 200 ტონა;
  • ბოსტნეულს – 524 800 ტონა;
  • საზამთროსა და ნესვს – 231 500 ტონა;
  • არაქისსა და თხილს – 21 800 ტონა;
  • მაში (კუჭშავა ლობიო) – 86 200 ტონა;
  • სხვა პროდუქტებს – 434 300 ტონა.

ექსპორტის ზრდა უზბეკეთის სოფლის მეურნეობის მუდმივ ზრდასა და ქვეყნის საერთაშორისო სასურსათო ბაზრებზე პოზიციების გაძლიერებაზე მიუთითებს.

თქვენი რეკლამა