უზბეკეთმა გარგრის ჩირის ექსპორტი 36%-ით გაზარდა

გარგარი, ჩირი, უზბეკეთი

2025 წლის იანვარ-მაისში უზბეკეთმა ექსპორტზე 6 832 ტონა გარგრის ჩირი გაიტანა, რაც სულ 10.6 მილიონი დოლარის ღირებულებისაა.

ამის შესახებ უზბეკეთის რესპუბლიკის, ეროვნული სტატისტიკის კომიტეტის მიერ გამოქვეყნებული მონაცემები მოწმობს.

ექსპორტის მოცულობა გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 1 800 ტონით გაიზარდა, რაც 36%-იან ზრდას შეესაბამება.

როგორც UzDaily.uz წერს, მიმდინარე წლის პირველი ხუთი თვის განმავლობაში, გარგარის ჩირის ძირითადი საექსპორტო მიმართულებები იყო:

  • ყაზახეთში 1 792 ტონა;
  • ჩინეთში 1 078 ტონა;
  • თურქეთში 1 023 ტონა;
  • რუსეთში 902 ტონა;
  • ბელარუსში 487 ტონა.

დარჩენილი მოცულობა 1 550 ტონა, სხვა ქვეყნებში გაიგზავნა.

თქვენი რეკლამა