გოგრის საუკეთესო ჯიშები გამოვლინდა

გოგრა

სოფლის მეურნეობის სამინისტროს, სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის წილკნის ერთწლოვანი კულტურების საცდელ ბაზაზე მოყვანილი 15 ჯიშის გოგრისგან საუკეთესოები გამოავლინეს.

შესაფასებლად წარდგენილი იყო 12 ადგილობრივი და 3 ინტროდუქცირებული, ანუ უცხოეთიდან შემოტანილი და ქართულ კლიმატში ადაპტირებული ჯიშები.

გოგრის საუკეთესო ჯიშები სადეგუსტაციო კომისიის წევრებმა რამდენიმე პარამეტრით შეაფასეს, მათ შორის სიმშრალე, სინაზე და გემო.

საბოლოო ქულებში გათვალისწინებულია გოგრის არა მხოლოდ გემური თვისებები, არამედ სხვა მახასიათებლებიც – მოსავლიანობა, საადაპტაციო პერიოდი და ნიშან-თვისებები.

სქელკანიან გოგრის სახეობაში საუკეთესოდ – თაფლა, რბილკანინაში კი – ბორჯომულა დასახელდა.

გოგრის სახეობა თაფლა ძირითადად მცხეთა-მთიანეთის და ქვემო ქართლის რეგიონებში არის გავრცელებული და 1 ჰექტარზე მოსავლიონობა 20 ტონაა, ხოლო ბორჯომულა ძირითადად გავრცელებულია სამცხე-ჯავახეთში და მისი მოსავლინობა 1 ჰექტარზე 32 ტონას შეადგენს.

სოფლის მეურნეობის სამინისტროს სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის მეცნიერები, მიღებულ შედეგებზე დაყრდნობით რეკომენდაციებს შეიმუშავებენ, რომლებსაც ფერმერებს გააცნობენ.

თქვენი რეკლამა