უნალექობა თურქეთში მარცვლეულის მოსავალს ემუქრება

თურქეთი, გვალვა, მარცვლეული

თურქეთის სახელმწიფო მეტეოროლოგიური სამსახურის მონაცემებით, ქვეყანაში ნალექი 2024 წლის ოქტომბრიდან 2025 წლის იანვრამდე 39,6%-ით დაბალი იყო წინა წლის მაჩვენებელზე და 28,4%-ით დაბალი 1991-2020 წლების საშუალო მაჩვენებელზე.

ამრიგად, ბოლო ოთხი თვის განმავლობაში შეზღუდული ნალექი, ზედიზედ მეორე წელია (წინა წლის დაბალი წარმოების შემდეგ) საფრთხეს უქმნის ქვეყანაში მარცვლეულის მოსავლს.

კერძოდ, გვალვისგან ყველაზე მეტად ზარალდება ქვეყნის სამხრეთ-აღმოსავლეთის ნათესები, რომელიც ესაზღვრება სირიასა და ერაყს და მარცვლეული კულტურების მოყვანის ერთ-ერთი მთავარი რეგიონია.

ცენტრალურ ანატოლიაში, ქვეყნის მთავარი ხორბლის მწარმოებელი რეგიონში, სადაც ქვეყნის მთლიანი მოსავლის დაახლოებით 31%-ს მოდის, საშუალო ნალექი ოქტომბრიდან იანვრამდე 49%-ით ნაკლებიიყო, ვიდრე 2023/24 წლების ანალოგიურ პერიოდში.

USDA-ს მონაცემებით, 2024/25 მწ (მარკეტინგულ წელს) ხორბლის წარმოებამ თურქეთში 19 მილიონი ტონა შეადგინა, საშუალო მოსავლიანობით 2,62 ტონა/ჰა-ზე, 7,25 მილიონი ჰექტარი ფართობიდან. უფრო მეტიც, 2023/24 მწ 7,2 მილიონი ჰექტარი ფართობიდან 21 მილიონი ტონა მოსავალი იქნა აღებული, საშუალო მოსავლიანობით 2,92 ტ/ჰა.

2024/25 მწ წარმოების შემცირების მიუხედავად, ქვეყანაში მარცვლეულის მარაგი ჩვეულებრივზე მაღალი რჩება. გარდა ამისა, მოსალოდნელია ხორბლის შიდა მოხმარების ოდნავ გაზრდა – 19,7 მილიონი ტონიდან – 20 მილიონ ტონამდე, მათ შორის საფურაჟე მარცვლეულის გამოყენების 1 მილიონი ტონიდან 1,3 მილიონ ტონამდე გაზრდის გამო.

თქვენი რეკლამა