ქვეყნის მასშტაბით სამელიორაციო ინფრასტრუქტურის მოწესრიგების ღონისძიებების ფარგლებში, შპს „საქართველოს მელიორაციამ“ შიდა ქართლში, გორის მუნიციპალიტეტში, ძლევიჯვარის სარწყავი არხის მოწესრიგების სამუშაოები დაასრულა.
სოფლების – შინდისისა და ფხვენისის ტერიტორიაზე, ხე-ბუჩქნარისა და დანალექისაგან წყალგამანაწილებელი არხების ჯამში 2,5 კილომეტრიანი მონაკვეთი გაიწმინდა.
ჩატარებული სამუშაოები არხში წყლის შეუფერხებლად გადინებას შეუწყობს ხელს.
შედეგად, შინდისისა და ფხვენისის 100 ჰექტარ სასოფლო-სამეურნეო მიწის ფართობზე სარწყავი წყლის მიწოდება გაუმჯობესდება, რაც უხვი და ხარისხიანი მოსავლიანობის გაზრდას შეუწყობს ხელს.