დაცული ტერიტორიების სააგენტოს დელეგაცია კორეაში იმყოფებოდა

დაცული, ტერიტორიების, სააგენტო

დაცული ტერიტორიების სააგენტოს წარმომადგენლები საერთაშორისო გამოცდილების გაზიარებისა და საუკეთესო პრაქტიკის გაცნობის მიზნით სამხრეთ კორეაში იმყოფებოდნენ.

დელეგაციის წევრებმა, კორეის ორი ეროვნული პარკი – ბუხანსანი და ოდესანი მოინახულეს, გაეცნენ კორეის ეროვნული პარკების მართვის სპეციფიკას, ბიომრავალფეროვნების დაცვას, კონსერვაციულ და ეკოტურისტულ საქმიანობებს.

ვიზიტის ფარგლებში, გაფორმდა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი ყაზბეგის ეროვნულ პარკსა და ბუხანსანის ეროვნულ პარკს შორის. მემორანდუმი ითვალისწინებს საუკეთესო გამოცდილების და ინფორმაციის გაზიარებას, ასევე, ერთობლივი პროექტების განხორციელებას აღნიშნული პარკების მართვის გაუმჯობესებისთვის.

სააგენტოს წევრებმა, მონაწილეობა მიიღეს იმიტირებული ხანძრის ქრობის პროცესში და გაეცნენ კორეის ეროვნულ პარკებში ხანძართან ბრძოლის მეთოდებს. აღსანიშნავია, რომ დაცული ტერიტორიების სააგენტოს, კორეის ეროვნული პარკების სამსახურისგან (KNPS), უახლოეს პერიოდში, ხანძარსაწინააღმდეგო ტექნიკა გადმოეცემა, რომელიც მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს ხანძართან ბრძოლის პროცესებს.

დაცული ტერიტორიების სააგენტოსა და კორეის ეროვნული პარკების სამსახურს (KNPS) მჭიდრო თანამშრომლობა აკავშირებს. აღნიშნული პარტნიორობის ფარგლებში არაერთი მნიშვნელოვანი ღონისძიება განხორციელდა, მათ შორისაა, სააგენტოს თანამშრომლების ვიზიტი კორეაში. სხვადასხვა დროს, დაცული ტერიტორიების სააგენტოს კორეის ეროვნული პარკების სამსახურისგან (KNPS) სხვადასხვა ტექნიკური აღჭურვილობა გადმოეცა, მათ შორის, სახანძრო მანქანები, მაღალტექნოლოგიური დრონი, რაციები.

თქვენი რეკლამა