2025 წლის პირველი 10 თვის განმავლობაში აზერბაიჯანმა საქართველოდან 160 223 ცოცხალი ცხვარი შეიყვანა, რომელთა ღირებულება 16 497 000 აშშ დოლარს შეადგენდა.
სახელმწიფო სტატისტიკის კომიტეტის მონაცემებით „საქართველოდან ცოცხალი ცხვრის იმპორტი გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 3 027 000 აშშ დოლარით, ანუ 22.5%-ით გაიზარდა, ხოლო რაოდენობრივად 20 134 სულით (14.4%).
2024 წლის იანვრიდან ოქტომბრამდე საქართველოდან 140 089 სული ცოცხალი ცხვრის იმპორტი განხორციელდა, რომლის ღირებულება 13 470 000 აშშ დოლარს შეადგენდა.
2025 წლის პირველი 10 თვის შედეგებით, საქართველოდან იმპორტირებული ერთი ცხვრის საშუალო ფასი 103 აშშ დოლარი (დაახლოებით 175 მანათი) იყო. 2024 წლის იმავე პერიოდში ეს მაჩვენებელი 96.2 აშშ დოლარი (დაახლოებით 163 მანათი) იყო. ეს გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 6.8 აშშ დოლარით (12 მანათი) ანუ 7.1%-ით ზრდას წარმოადგენს.
წელს საქართველომ შეინარჩუნა მთავარი მიმწოდებლის პოზიცია, რაოდენობრივად იმპორტირებული ცოცხალი ცხვრის 55.5%-ით და ღირებულებით 52.5%-ით.
მიმდინარე წლის პირველი 10 თვის განმავლობაში, რუსეთიდან აზერბაიჯანში 14 921 000 აშშ დოლარის ღირებულების 128 608 სული ცოცხალი ცხვრის იმპორტი განხორციელდა.
წყარო: abc.az
ცხვრის მოვლა-შენახვა

