სახელმწიფო აზერბაიჯანელ ფერმერებს თანამედროვე სარწყავი სისტემების დანერგვაში დაეხმარება.
აზერბაიჯანის სოფლის მეურნეობაში აუცილებელია ინოვაციური ტექნოლოგიების დანერგვა, რომლებიც ხელს შეუწყობს წყლის რესურსების დაზოგვას. ამის შესახებ სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ სარვან ჯაფაროვმა განაცხადა.
ხელმძღვანელმა აღნიშნა, რომ მიმდინარე დარგობრივი პროგრამები მიზნად ისახავს ქვეყანაში თანამედროვე სარწყავი სისტემების დანერგვას. შეღავათიანი სესხებითა და სუბსიდიებით ფერმერებს წაახალისებენ გადაერთონ წყლის დამზოგველ ტექნოლოგიებზე.
მისი თქმით, ამ პროგრამების განხორციელების სახელმწიფო მხარდაჭერა შესაძლებელს გახდის ქვეყნის 16 რეგიონში 227 ათას ჰექტარზე მეტი კულტივირებული ფართობის სარწყავი წყლით და დასახლებულ პუნქტებში სასმელი წყლით უზრუნველყოფას, რაც ხელს შეუწყობს წყლის რესურსების უფრო ეკონომიურ და ეფექტურ გამოყენებას.
„თანამედროვე სარწყავი სისტემების დასანერგად ფერმერები მთლიანი თანხის მხოლოდ 20%-ს იხდიან წინასწარ, საჭირო თანხის 40%-ს სახელმწიფო ფარავს, ფერმერებს ასევე შეუძლიათ უპროცენტო სესხის აღება დარჩენილი თანხის 5 წლის განმავლობაში გადასახდელად. დღეს აზერბაიჯანში სარწყავი სასოფლო-სამეურნეო ტერიტორიების 10%-ია აღჭურვილი თანამედროვე სარწყავი სისტემებით“, – აღნიშნა მან.