
იაპონიის სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ტაკუ ეტომ ქვეყანაში ბრინჯთან დაკავშირებით წარუმატებლად იხუმრა და ამის გამო ის თანამდებობიდან გაათავისუფლეს.
იაპონიის პრემიერ-მინისტრმა შიგერუ იშიბამ თანამდებობიდან გაათავისუფლა სოფლის მეურნეობის მინისტრი ტაკუ ეტო, გათავისუფლება მოხდა საკამათო განცხადების გამო, რომელმაც ბრინჯის ფასების ზრდის ფონზე საზოგადოების აღშფოთება გამოიწვია.
საკუთარი პარტიის ადგილობრივი ორგანიზაციის მიერ გამართულ საქველმოქმედო ღონისძიებაზე ტაკუ ეტომ განაცხადა: „მე ბრინჯს არ ვყიდულობ. მადლობა ჩემს გულშემატკივრებს, რომლებიც მას უხვად მაძლევენ, სახლში იმდენი მაქვს, რომ შემიძლია გავყიდო“.
მინისტრის შეუფერებელი განცხადება მაშინ გაკეთდა, რაც ბრინჯის ფასები გასული წლიდან მოყოლებული გაორმაგდა. სოფლის მეურნეობის, სატყეო მეურნეობისა და თევზჭერის სამინისტრომ გადაწყვიტა, რომ ივლისისთვის დამატებითი რაოდენობა გამოიტანოს საგანგებო მარაგებიდან იმ იმედით, რომ ეს ფასების შემცირებას გამოიწვევს.
მინისტრმა აღნიშნა, რომ მას აუდიტორიის გაცინება სურდა, თუმცა აღიარა, რომ ზედმეტი მოუვიდა. ტაკოე ეტომ გადადგომის შესახებ განცხადება, იაპონიის პრემიერ-მინისტრ იშიბა შიგერუს, პარლამენტში ოპოზიციური პარტიის ლიდერებთან შეხვედრამდე სულ რამდენიმე საათით ადრე წარუდგინა.
პრემიერ-მინისტრი, როგორც ჩანს, ოპოზიციის ზეწოლას დაჰყვა მისი შენარჩუნების თავდაპირველი მცდელობის შემდეგ, მინისტრი გაანთავისუფლა. ოპოზიციამ ეს ნაბიჯი „ძალიან დაგვიანებულად“ შეაფასა.
იშიბამ სოფლის მეურნეობის ახალ ხელმძღვანელად, გარემოს დაცვის ყოფილი მინისტრი, 44 წლის შინჯირო კოიზუმი აირჩია, რითაც თანამდებობაზე მოიყვანა პოპულარული პოლიტიკური ფიგურა და მედიის ფავორიტი.
წყარო: kyodonews.net