ყაზახეთის თურქესტანის რეგიონში, სასათბურე კომპლექსში 1000 ტონა ბანანის მოსავლის აღებას გეგმავენ.
ყაზახეთში, თურქესტანის რეგიონის საირამის რაიონის სოფელ კაინარბულაკში, უახლოეს მომავალში, Gen Group Kazakstan LLP-ის სასათბურე კომპლექსში, პირველი ბანანის მოსავლის აღებას გეგმავენ.
სასათბურე კომპლექსში ბანანი მოჰყავთ 5,3 ჰექტარ ფართობზე. ამის შესახებ ElDala.kz-ს ინფორმაცია რეგიონული კომუნიკაციების სამსახურმა მიაწოდა.
ამხანაგობის მფლობელის, ისლამ ალიევის თქმით, გასულ წელს თურქული ტექნოლოგიებით გაშვებულ სათბურებში ბანანის ხის 7400 ნერგი დაირგო და პირველი მოსავალს 1-2 თვეში აიღებენ.
კომპლექსში, რომელიც წელიწადში 1000 ტონამდე პროდუქციის მიღებას გეგმავს, ამჟამად 150 ადამიანია დასაქმებული. პროდუქცია ყაზახეთის შიდა ბაზარზე გაიყიდება.
დღეს, ბანანის გარდა, საირამის რეგიონში ასევე იწარმოება ამ რეგიონისთვის ისეთი ეგზოტიკური კულტურები, როგორიცაა ლიმონი და ფინიკი.
იხილეთ აგრეთვე: ზოგადი ინფორმაცია მათთვის ვინც სათბურის აწყობას გეგმავს