თანამედროვე ტექნიკის გამოყენებას, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი როლი აკისრია აგროწარმოებაში. კონკურენტუნარიანი პროდუქტის წარმოება, ფერმერის შრომის შემსუბუქება და მოსავლიანობის ამაღლება ხომ, ბევრადაა დამოკიდებული სასოფლო-სამეურნეო ტექნიკაზე.
ახალი ტრქატორის John Deer ან კომბაინის Claas ყიდვა, უკრაინაში ფერმერთა უმრავლესობას არ შეუძლია. სწორედ ამას ეყრდნობიან პროექტის ავტორები, რომელიც ითვალისწინებს აშშ-ს და ევროკავშირის მეორადი სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის შეტანას უკრაინაში.
ამ საკითხზე, თანამშრომლობის დეტალებზე იმსჯელეს უკრაინის აგროპოლიტიკის სამინისტროსა და კორპორაცია STFC-ის (Structured Trade Finance Corporation) შეხვედრაზე – იტყობინება სამინისტროს პრესცენტრი.
პროექტი სახელწოდებით „მეორადი სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის შეტანა – უკრაინაში“ (Supply of Pre-owned Agricultural Equipment to Ukraine) ორიენტირებულია, უკრაინელი ფერმერების, ფერმერთა ჯგუფების და კომპანიების წარმოების შესაძლებლობების გაზრდაზე.
ტექნიკის მიწოდება განხორციელდება პირდაპირ დილერებისგან, თავისთავად ფასები მნიშვნელოვნად დაბალი იქნება, რაც ხელს შეუწყობს ქვეყნის აგრარული ტექნოპარკის ხარისხობრივ განახლებას და რაოდენობრივ ზრდას.