აჭარაში მეწარმე ფერმერი ქალებისთვის ტრენინგები ჩატარდა

ფერმერი, ქალებისთვის, ტრენინგები

აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროს 2024 წლის ღონისძიების „სოფლად მცხოვრები ქალების სოციალურ-ეკონომიკური აქტივობის ზრდის ხელშეწყობის“ ფარგლებში მეწარმე ფერმერი ქალებისთვის სასწავლო ტრენინგები ჩატარდა.

ღონისძიების მიზანია სოფლის მეურნეობის სხვადასხვა დარგის  მიმართულებებით სასწავლო ტრენინგების ჩატარება, რაც უკავშირდება ქალი ფერმერების ცნობიერების ამაღლებას, თანამედროვე ტექნოლოგიური სიახლეებისა და გამოწვევების ეფექტურად დანერგვას.

ღონისძიების ფარგლებში მუნიციპალიტეტებში შერჩეული მენტორები, სამი დღის განმავლობაში სასწავლო ტრენინგს ატარებდნენ თემატიკის გათვალისწინებით: ხულოს მუნიციპალიტეტში – კენკროვანი კულტურების მოვლა-მოყვანა, შუახევის მუნიციპალიტეტში –  ღია და დახურული გრუნტის ბოსტნეული კულტურების წარმოება, ქედის მუნიციპალიტეტში – მეფუტკრეობა და თაფლის წარმოება, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში – ჩირის პროდუქტების წარმოება და ქობულეთის მუნიციპალიტეტში – მევენახეობა და ღვინის წარმოება.

პროგრამის ფარგლებში, სულ რეგიონში გადამზადდა 50 ქალი ფერმერი, სამომავლოდ იგეგმება აღნიშნული პროგრამის გაფართოება და ქალბატონების აქტიური ჩართვა სოფლად არსებული საოჯახო მეურნეობების გაძლიერების მიმართულებით.

ზემოთ აღნიშნულ შეხვედრებს აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე ირმა აფხაზავა, აჭარის მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი თინა ზოიძე და აგრარული განვითარების დეპარტამენტის თანამშრომლები დაესწრნენ.

თქვენი რეკლამა