რძესა და რძის ნაწარმში ცხიმის შემცველობის დადგენის მიზნით, სურსათის ეროვნულმა სააგენტომ სხვადასხვა სავაჭრო ობიექტიდან 35️ ნიმუში აიღო და აკრედიტებულ ლაბორატორიაში გამოიკვლია (სსიპ სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორია).
ლაბორატორიული კვლევის შედეგად 7 შემთხვევაში გამოვლინდა დარღვევა – პროდუქტები რძის ცხიმის გარდა შეიცავდა სხვა, მათ შორის მცენარეულ, ცხიმებს.
დარღვევა გამოვლინდა შემდეგ პროდუქტებში:
▪️ მაწონი ,,რანინა“ – დამზ. არიღი 15.06.20; ვარგ. ვადა 03.07.20 (მწარმოებელი შპს ,,რესპუბლიკა“);
▪️ არაჟანი ,,რანინა“ – დამზ.თარიღი 15.06.20; ვარგ. ვადა 05.07.20 (მწარმოებელი შპს ,,რესპუბლიკა“)
▪️ არაჟანი ,,მილკო“ – დამზ.თარიღი 18.06.20; ვარგ ვადა 04.07.20 (მწარმოებელი შპს ,,რესპუბლიკა“);
▪️ რძე ,,მალკო 2.5% – დამზ.თარიღი 27.06.20; ვარგ. ვადა 03.07.20 (მწარმოებელი შპს ,,რესპუბლიკა“)
▪️ კარაქი ნაღების 82.5%,,რანინა“ – დამზ.თარიღი 06.05.20; ვარგ. ვადა 06.08.2020 (მწარმოებელი შპს,,რესპუბლიკა“);
▪️ არაჟანი ,,ქობულეთური 25%“ – დამზ.თარიღი 24.06.2020; ვარგ. ვადა 07.07.20 (მწარმ. შპს ,,მემა კომპანი“)
▪️ „ყველი ქართული“ – დამზ.თარიღი 10.06.2020; ვარგ. ვადა – 10.08.20 (მწარმეობელი ი/მ ,,სურენ კირაკოსიანი“).
გამოვლენილ დარღვევებთან დაკავშირებით, სურსათის ეროვნულმა სააგენტომ კანონმდებლობით გათვალისწინებული ღონისძიებები გაატარა: ბიზნესოპერატორები დაჯარიმდნენ და სურსათის კონკრეტული პარტიების ბაზრიდან გამოთხოვა დაევალათ. აგრეთვე, საწარმოებში განხორციელდა არაგეგმური ინსპექტირება.
რძის ტექნიკური რეგლამენტი ძალაში 2015 წლის აგვისტოდან შევიდა. რეგულაცია ადგენს მოთხოვნებს რძის, რძის ნაწარმის და რძის შემცველი პროდუქტის მიმართ, აწესრიგებს ბიზნესოპერატორის მიერ რძის, რძის ნაწარმისა და რძის შემცველი პროდუქტის წარმოებისა და ბაზარზე განთავსების პირობებს.
აღნიშნული რეგლამენტით, დაუშვებელია, მცენარეულ ცხიმს ან სხვა ნარევ ცხიმებს შეიცავდეს რძის ნაწარმის დასახელების პროდუქტები (მაწონი, არაჟანი, ხაჭო, ყველი და ა.შ).