როგორ მოვამზადოთ ნუში ახალი სეზონისთის?

ნუში

            ნუში ერთ-ერთი მრავალწლიანი კულტურაა, რომელიც კარგად ერგება საქართველოს ნიადაგსა და კლიმატურ პირობებს. თუ არ ჩავთვლით გაზაფხულის ყინვებს, რომელიც ხშირად აზიანებს კვირტებს და სამწუხაროდ, მოსავალი შეიძლება მთლიანად დავკარგოთ.

            ნუშის მომზადება მომავალი წლისთვის ადრე შემოდგომით იწყება. სასურველია, მცენარემ ოქტომბრის შუა რიცხვებამდე დაასრულოს ვეგეტაცია (ჩამოყაროს ფოთოლი), თუ ასე არ ხდება, სასურველია გამოვიყენოთ თუთიის სულფატი 4-5%-იანი ხსნარი. ფოთლების ცვენა და წვენთა დინების შეჩერება ხელს უყობს მცენარის ყლორტების გამერქნებას.    

            იმისათვის რომ მცენარემ კარგად განივითაროს კვირტები, მთელი ვეგეტაციის პერიოდში საჭიროა სწორად მივაწოდოთ კვება, როგორც წვეთოვნიდან ასევე ფოთლიდან. ამასთანავე მნიშვნელოვანია წყლის სწორად გამოყენება.

            რაც შეეხება ნიადაგიდან გამოკვებას, მცენარეს სასურველია ორ ეტაპად მივცეთ დაბალანსებული კვება (ნიადაგის ანალიზის მიხედვით) ნოემბერსა და ადრე გაზაფხულზე, თებერვალში. ერთ ზრდასრულ ნერგზე 300-400გრ ევროტიმი (10-18-12) ან ევროპაკი (11-10-16) . სასუქი სასურველია მცენარის გარშემო, ნიადაგის ქვეშ მოხვდეს 10-15 სმ სიღრმეზე.

            მცენარის ზრდა განვითარებასა და მომავალი წლის მოსავლიანობაზე მნიშვნელოვნად აისახება, მისი სხვლა-ფორმირება, რომელიც ადრე გაზაფხულზე, თებერვალში ტარდება. სხვლის დროს მცენარეს უამრავ ჭრილობას ვაყენებთ, საიდანაც მასში უამრავი სოკოვანი დაავადება შეიძლება მოხვდეს. ამიტომ სასურველია, გასხვლის შემდეგ მცენარე 10%-იანი კოსაიდი 2000-ით (სპილენძის ჰიდროქსიდი 53,8%) დამუშავდეს. კოსაიდთან ერთად, სასურველია გამოვიყენოთ მწერების საწინააღმდეგო ინსექტიციდი მაგ: სტარკლი, ტალსტარი და სხვ. თუ ცრუფარიანის პრობლემა გვაქვს, საჭიროა მინ ზეთის გამოყენება.

            გასხვლის შემდეგ იწყება ყველაზე მნიშვნელოვანი პერიოდი – კვირტის დაბერვა. იმისათვის რომ ყველა კვირტი თანაბრად დაიბეროს და ერთდროულად გაიშალოს, საჭიროა ყვავილობამდე 20-25 დღით ადრე, მცენარე კვირტის სტიმულატორით – უნიბროტით (2.8% თავისუფალი ამინომჟავები  +10,64%N + 17,7% CAO)  დავამუშაოთ.

            როგორც აღვნიშნე, მცენარის მთავარი პრობლემა გაზაფხულის ყინვებია, როცა კვირტი გაშლისპირასაა, ხშირად ტემპერატურა ეცემა და ხდება მცენარის კვირტის მოყინვა. ასეთ შემთხვევაში საჭიროა გამოვიყენოთ კრიოსი, რომელიც ზრდის მცენარის გამძლეობას და ამცირებს საგაზაფხულო წაყინვით გამოწვეულ დაზიანებას (-3,5 C◦-მდე ).

            ზემოთ ხსენებული თითეული ოპერაცია და ჩარევა, გუსლისხმობს ნუშის მომავალი წლისათვის მომზადებას და უზრუნველყოფს მაღალ მოსავლიანობას.

სტატია მოგვაწოდა კომპანიამ „კარტლისი“. https://cartlis.ge/

თქვენი რეკლამა