გერმანული ინოვაციური სასუქები საშემოდგომო კვებისთვის: Basacote® Plus 6M და Blaukorn® 12-12-17(+2+TE)

გერმანული, სასუქი

საშემოდგომო გამოკვება მცენარეებისათვის კრიტიკულად მნიშვნელოვანია მათი შემდგომი განვითარებისათვის. შემოდგომაზე მცენარეებს სჭირდებათ საკვები ნივთიერებების მარაგი, რათა შეინარჩუნონ სიმყარე და მოემზადონ მომავალი წლისთვის.

საშემოდგომო გამოკვებით ვითარდება ფესვთა სისტემა. რაც ზრდის მცენარეთა რეზისტენტობას სტრესული პირობების მიმართ. სწორედ ამიტომ, მნიშვნელოვანია, რომ საშემოდგომო კვების პროცესში გამოყენებული იყოს ისეთი სასუქები, რომლებიც ეფექტურად მიაწოდებენ მცენარეებს ყველა საჭირო საკვებ ნივთიერებას. ასეთ სასუქებს შორის განსაკუთრებულ ადგილს იკავებენ გერმანული კომპანია  COMPO EXPERT-ს მიერ წარმოებული Basacote® Plus 6M და Blaukorn® 12-12-17(+2+TE), რომლებიც გამოირჩევიან მათი უნიკალური შემადგენლობითა და მოქმედების მექანიზმით.

COMPO EXPERT არის ერთ-ერთი წამყვანი კომპანია აგროსფეროში, რომელიც სპეციალიზირდება ინოვაციური ფართო სპექტრის სასუქების წარმოებაში. COMPO EXPERT განსაკუთრებულად აღიარებულია ნოვატორული გადაწყვეტილებებით სასოფლო-სამეურნეო სექტორში და ლიდერია მაღალი ხარისხის სასუქების წარმოებაში. მისი პროდუქცია ეფუძნება მეცნიერულ ცოდნასა და ხანგრძლივი კვლევების შედეგებს, რაც უზრუნველყოფს მომხმარებლებისთვის მაღალი ხარისხის და ეფექტური პროდუქტების მიწოდებას.

Basacote® Plus 6M – სასუქი სანერგეე

ბასაკოტე პლუს 6M არის NPK კომპლექსური სასუქი, რომელიც განსაკუთრებით ეფექტურია ახალგადარგული მცენარეების ნიადაგის განოყიერებისა და სანერგე ორმოების ამოვსებისთვის. გრანულების ელასტიური პოლიმერული საფარი უზრუნველყოფს საკვები ნივთიერებების თანაბარ გამოყოფას 6 თვის განმავლობაში.

გერმანული, სასუქიბასაკოტეს ნიადაგში მოხვედრის შემდეგ წყალი ნელა იწყებს შეღწევას პოლიმერულ გარსში. გრანულაში არსებული ელემენტები ეტაპობრივად იშლება და იქმნება კონცენტრირებული ხსნარი, რომელიც თანდათანობით გამოიყოფა და კვებავს მცენარეს. გრანულების ხსნადობის სიჩქარეზე გავლენას არ ახდენს ნიადაგის ისეთი მახასიათებლები, როგორებიცაა: pH, მიკრობული აქტივობა ან დამლაშება. ბასაკოტე შეითვისება მცენარის ინდივიდუალური მოთხოვნების შესაბამისად. ბასაკოტე პლუსის თითოეული გრანულა შეიცავს NPK კომპლექსსა და მაგნიუმის ოქსიდს, დამატებით, იმ მიკროელემენტებს (B, Cu, Fe, Mn, Mo, Zn), რომელიც საჭიროა მცენარის ჯანსაღი ზრდისთვისა და განვითარებისთვის.Blaukorn® 12-12-17(+2+TE) და მისი განსაკუთრებული თვისებები.

Blaukorn® 12-12-17(+2+TE) – კალიუმის სულფატზე დაფუძნებული სასუქი

Blaukorn® 12-12-17(+2+TE) არის მაღალხარისხოვანი NPK კომპლექსური სასუქი, რომელიც გამოირჩევა კალიუმის მაღალი შემცველობით (17%) და გოგირდის მნიშვნელოვანად მაღალი დონით. გოგირდი მცენარეებისათვის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ელემენტია, რადგან იგი მონაწილეობს ცილების და ფერმენტების სინთეზში, მისი მაღალი შემცველობა Blaukorn® 12-12-17(+2+TE)-ში ხელს უწყობს მცენარეთა იმუნიტეტის გაუმჯობესებასა და ნიადაგში ნიტრატების უკეთ ათვისებას. ეს, თავის მხრივ, მნიშვნელოვნად აძლიერებს მცენარეთა ზრდას და საკვები ნივთიერებების შთანთქმის უნარს. ამ სასუქში შემავალი მაგნიუმი და სხვა მიკროელემენტები დამატებით უზრუნველყოფენ მცენარეებს ყველა საჭირო საკვები ნივთიერებით. Blaukorn®-ის მყარი გრანულები იოლად და თანაბრად ნაწილდებიან ნიადაგში, რაც უზრუნველყოფს საკვების თანმიმდევრულ მიწოდებას მთელი სეზონის განმავლობაში. სხვა სასუქებისგან განსხვავებით, Blaukorn® 12-12-17(+2+TE) განკუთვნილია ფესვების სწრაფი განვითარებისთვის და ნიადაგისგან საჭირო საკვები ელემენტების უფრო ეფექტურად შთანთქმისთვის, რაც მცენარეთა ენერგიულ ზრდას და მდგრადობას განაპირობებს.

საერთო სარგებელი და რეკომენდაციები

ორივე სასუქის გამოყენება საშემოდგომო კვებისთვის უზრუნველყოფს მცენარეების ჯანმრთელობისა და მდგრადობის გაუმჯობესებას. Basacote® Plus 6M-ის უნიკალური გამოყოფის მექანიზმი და Blaukorn® 12-12-17(+2+TE)-ის კალიუმის მაღალი შემცველობა ქმნიან იდეალურ კომბინაციას, რომელიც ხელს უწყობს მცენარეების გამძლეობას, ეფექტურად ამცირებს ნიადაგის მარილიანობის პრობლემებს და მინიმუმამდე დაყავს საკვები ნივთიერებების დაკარგვა. ამ სასუქების კომბინაცია საშუალებას აძლევს მცენარეებს არა მხოლოდ გადაურჩნენ ზამთრის მკაცრ პირობებს, არამედ გაზაფხულზე დაიწყონ სწრაფი და ჯანსაღი ზრდა, რაც მომავალში უფრო მდგრადი და ხარისხიანი მოსავლის მიღებას უზრუნველყოფს.

დამატებითი ინფორმაციისთვის ესტუმრეთ „აგრო ფორსის“ ფეისბუქ გვერდს.

https://www.facebook.com/AgroForceGeorgia

თქვენი რეკლამა