ცოტა ხნის წინ, კომპანიამ გააცნო ქართველ ფერმერებს უმაღლესი ხარისხის ესპანური კომპანია CODA-ს მიერ წარმოებული სტიმულატორები.
როგორც ხარისხიანი პროდუქციის მომწოდებელმა ამ შემთხვევაშიც ნდობა გაამართლა და ფერმერებმა გამოსცადეს ახალი პროდუქცია, შედეგმაც არ დააყოვნა და ყოველ სეზონზე უფრო აქტიურად იყენებენ კოდას მიერ წარმოებული სტიმულატორებს სხვადასხვა კულტურაში.
ამჯერად წარმოგიდგენთ, ორგანულ მეურნეობაში გამოყენებისთვის განკუთვნილ პროდუქციას!
კოდამინ მიკრორადიკულარი – ბიოსტიმულატორი შედგება მცენარეული წარმოშობის ამინომჟავებისა და დაბალანსებული სპეციალური საკვები ელემენტებისგან. აქვს შემამჟავებელი მოქმედება, რეცხავს არასასურველ მარილებს და მცენარესთვის შესათვისებელ ფორმაში გადაყავს დაბლოკილი საკვები ელემენტები.
კოდაჰუმუს 20– თხევადი ორგანული კორექტორი ჰუმინური ექსტრაქტის ფუძეზე. აუმჯობესებს ნიადაგის სტრუქტურას, ზრდის ნიადაგში არსებული სასარგებლო მიკრობების რაოდენობას და აძლიერებს მათ მოქმედებას. ზრდის ფესვის საერთო მასას და აუმჯობესებს წყლის შეკავების უნარს.
კოდაქველი- გამოიყენება თუთიისა და მანგანუმის ნაკლებობის აღმოსაფხვრელად. აუმჯობესებს მცენარის ზრდა-განვითარების პროცესს, ნაყოფის ხარისხსა და მოსავლიანობას. თუთიისა და მანგანუმის ერთობლივი მოქმედება აძლიერებას ფოტოსინთეზის აქტივობას, ცილების სინთეზს.
კოდა Zn-L – თხევადი თუთიის ხსნარი ლიგნოსულფონატებთან. აღმოფხვრის თუთიის დეფიციტს და არეგულირებს მის შემცველობას. თუთია არეგულირებს მცენარისთვის მნიშვნელოვან ფერმენტულ პროცესებს, მონაწილეობას იღებს აზოტის გარდაქმნის ციკლში, წარმოადგენს ცილებს აუცილებელ სტრუქტურულ კომპონენტს.
ინფორმაცია მოგვაწოდა კომპანიამ „კარტლისი“. დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ კომპანიის ვებ გვერდს: http://www.cartlis.ge/
რედაქციას არ აქვს კავშირი აგრომარკეტში გამოქვეყნებულ განცხადებებთან.
ისარგებლეთ მოცემული ბმულით.