„როგორ მივიღოთ უხვი მოსავალი – „ბარაქას“ მომხმარებელმა ფრანგულ-ამერიკული კომპანია LG-ის სიმინდის სათესლე მასალა უკვე გამოსცადა“

კომპანია „ბარაქა“, ფრანგულ-ამერიკული კომპანიის LG წარმომადგენელთან ერთად, საკუთარი მომხმარებლის სიმინდის ნათესებს ესტუმრა. ფერმერმა სწორედ ამ ბრენდის სათესლე მასალა, კერძოდ, LG 31.630 გამოიყენა, მიღებული უხვი მოსავლითა და მაღალი ხარისხით კი, სრულიად კმაყოფილია.

კომპანია „ბარაქამ“ გადაწყვიტა, რომ მიღებული გამოცდილება სხვა ფერმერებისთვისაც გაეზიარებინა, რათა საუკეთესო მოსავლის მიღება ყველა რეგიონში იყოს შესაძლებელი.

„ბარაქასთან“ ერთად, შევამოწმეთ სიმინდი LG -ის ნათესები, კონკრეტულად, LG 31.630, რომელიც, როგორც ჩანს, შესანიშნავად ხარობს. ძალიან კმაყოფილი ვარ შედეგებით და „ბარაქას“ მომსახურებით. ისინი ფერმერებს მთელი წლის განმავლობაში უწევდნენ კონსულტაციებს, ამარაგებდნენ სასუქებით, აგროქიმიკატებით და ყველა საჭირო პროდუქტით. „ბარაქა“ ნამდვილად ხელს უწყობს ფერმერებს უხვი და წარმატებული მოსავლის მოყვანაში“,- განაცხადა LG -ის წარმომადგენელმა ნიკოლას ჩაფურინმა.

სიმინდის, სათესლე, მასალა, ბარაქა

როგორც კომპანია „ბარაქას“ დირექტორმა იოსებ მეფარიშვილმა განმარტა, აღნიშნულ შეხვედრაზე ფერმერები LG-ის მიერ წარმოდგენილ ახალ ტექნოლოგიებსა და მიდგომებსაც გაეცნენ, რომლის საშუალებითაც, სასურველი შედეგის მიღება კიდევ უფრო სწრაფად იქნება შესაძლებელი.

სიმინდის, სათესლე, მასალა, ბარაქა

ტექნოლოგიები, რომლის საშუალებითაც ფერმერები ყველა რეგიონში შეძლებენ  გაცილებით მაღალი შედეგების მიღწევას. როგორც რაოდენობის, ისე ხარისხობრივი მაჩვენებლების კუთხით. ჩვენ ასევე ვისაუბრეთ იმ ახალ ჯიშებსა და მიდგომებზე, რომელიც შემოთავაზებულია LG -ის ბრენდის ქვეშ. შესაბამისად, მომავალში ფერმერებს სხვადასხვა ჯიშებსა და სახეობებს ყველა მიმართულებით შევთავაზებთ. მათ შორის იქნება, სიმინდის, მზესუმზირის, ხორბლისა და რაფსის კულტურები. მათი გამოყენებით შესაძლებელი გახდება უფრო ბარაქიანი  და უხვი მოსავლის მიღება“,- განაცხადა იოსებ მეფარიშვილმა.

ინფორმაცია მოგვაწოდა კომპანიამ „ბარაქა“ https://www.facebook.com/Baraka.Georgia

კომპანიის ვებ გვერდი: https://baraka.ge/

თქვენი რეკლამა