ახალციხეში კარტოფილის ფესტივალი გაიმართა

კარტოფილი, ფესტივალი, ჯიშები

USAID საქართველოს მხარდაჭერით და კომპანიის „Concierge Tbilisi“ ორგანიზებით, ახალციხეში კარტოფილის ფესტივალი გაიმართა.

ფესტივალის სტუმრებს შესაძლებლობა ჰქონდათ, გასცნობოდნენ კარტოფილის უხვმოსავლიან და ახალ სათესლე ჯიშებს.

ფესტივალში კარტოფილის მწარმოებლები და ფერმერები მონაწილეობდნენ. ღონისძიებას საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველი მოადგილე გიორგი ხანიშვილი, სამცხე-ჯავახეთის მხარის სახელმწიფო რწმუნებული ბესიკ ამირანაშვილი, USAID საქართველოს მისიის დირექტორი პიტერ ვიბლერი, ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე გელა ნოზაძე და ახალციხის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე რუბენ კარაპეტიანი დაესწრნენ.

კარტოფილი, ფესტივალი, ჯიშები

ღონისძიების ფარგლებში გაიმართა პრეზენტაციები, სადაც ძირითადი აქცენტები გაკეთდა ქვეყანაში დარგის განვითარების მნიშვნელობაზე და ახალი ტექნოლოგიების დანერგვაზე.

კარტოფილი, ფესტივალი, ჯიშები

აღინიშნა, რომ კარტოფილის კულტურა ერთ-ერთი წამყვანია სოფლის მეურნეობაში, რომელსაც განსაკუთრებით დიდი პოტენციალი აქვს სამცხე-ჯავახეთის რეგიონში. მნიშვნელოვანია, მაქსიმალური ხელშეწყობა ჰქონდეს ეკოლოგიურად სუფთა, მაღალი ხარისხის პროდუქციის წარმოებას.

თქვენი რეკლამა